Digest Logo

ტეილორ სვიფტმა ქართველი დიზაინერის David Koma-ს კაბა მოირგო

1765446681
ტეილორ სვიფტი

ტეილორ სვიფტი ბოლო წლებში უწყვეტ აღმავლობას განიცდის. მისი კარიერა არნახულად წარმატებულია და მისი საჯაროდ გამოჩენა ყურადღების მიღმა არასდროს რჩება.

გუშინ, 10 დეკემბერს ამერიკელი სუპერვარსკვლავი ცნობილ ამერიკელ ტელეწამყვანს, სტეფან კოლბერტს გადაცემაში ესტუმრა, სადაც 35 წლის მომღერალი განსხვავებული სტილით წარდგა.

ტეილორ სვიფტი გადაცემაში ხავერდის მინი კაბით გამოჩნდა, რომელიც მშვენივრად მოირგო.

ამ ამბავში ნამდვილად სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ კაბა, რომელიც გადაცემაში ტეილორ სვიფტს ეცვა ქართველი დიზაინერის David Koma-ს შექმნილია, რომლის ღირებულებაც 1 695 დოლარია.

ტეილორ სვიფტს ასევე შინდისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და ბრენდ Etiq-ის 8 500 დოლარად შეფასებული ბრილიანტის საყურეები ამშვენებდა.

ფოტოები:👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მათი პარტნიორული თვისებები აქცევთ სრულყოფილად...“- ზოდიაქოს ნიშნების2 წყვილი, რომლებიც მთელი ცხოვრება ერთად რჩებიან

🎥 „მამის ან დედის დეფიციტი ძლიერ გავლენას ახდენს“ - რა განსაზღვრავს სექსუალურ ორიენტაციას? ნინო კანდელაკის განმარტება

🎥 „51 წელია სკოლაში ვარ და ბავშვებს ჯერ ადამიანობას ვასწავლი, მერე მათემატიკას“ - გაიცანით, 76 წლის ჯული ბებო, რომლის ვიდეომ მილიონი ნახვა დააგროვა

წყარო: www.beaumonde.ge