Digest Logo

🎥 „მამის ან დედის დეფიციტი ძლიერ გავლენას ახდენს“ - რა განსაზღვრავს სექსუალურ ორიენტაციას? ნინო კანდელაკის განმარტება

1765442424
 ნინო კანდელაკი

რა განსაზღვრავს სექსუალურ ორიენტაციას? -  აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში, „ცოდნის მოყვარე პოდკასტი“ ფსიქოთერაპევტმა ნინო კანდელაკმა ისაუბრა.

მან ორიენტაციის განმსაზღვრელ ერთ-ერთ მიზეზად ბავშვის მშობელთან ურთიერთობის დეფიციტი დაასახელა, რადგან ექსპერტის განმარტებით, ამის მექანიზმი შემდეგნაირად მუშაობს: მშობლის ჩანაცვლება იმავე სქესის ადამიანებთან სექსუალური კავშირით ხდება.

„ძალიან მოქმედებს ბავშვობის ტრავმები ჩვენზე, იწერება ჩვენს ქვეცნობიერში და შემდეგ რომ ვიზრდებით, ის 90%-ით განაპირობებს ჩვენ ქმედებებს.

ერთი ასეთი ანდაზა მახსენდება - „თუ ბავშვს სოფელში დააკლდა სითბო და სიყვარული, ის ბავშვი რომ გაიზრდება სოფელს გადაწვავს, რომ გათბესო“. რაც გარედან აღიძვრება ჩვენში ისე ვმოქმედებთ, მაგრამ საინტერესოა იმ გალობის შემდეგ სიჩუმე, რა ხდება მაშინ? ჩვენ ქვეცნობიერს აქვს ასეთი თვისება, თუ სწორ დროს დავუსვამთ მას შეკითხვას, აუცილებლად სწორ პასუხს გაგვცემს.

სტატისტიკამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 10 პროცენტი იბადება ჰომოსექსუალი, დანარჩენს აქვს სხვადასხვა ფსიქოლოგიური მიზეზები.

მე რა მაგალითებსაც მოვიყვან ჩემი პრაქტიკიდან იქნება:

პირველი, ამბობენ, ყველაზე დიდი პროცენტი არის ბავშვის საკუთარი სქესის მშობელთან ურთიერთობა. თუ ბიჭია მამასთან, თუ გოგოა დედასთან. როდესაც არის დეფიციტი ამ ურთიერთობაში, ან საერთოდ გარდაიცვალა, მშობელი და არ არსებობს  მასთან ურთიერთობა ან გაეყარა. არიან მშობლები, რომლებსაც არანაირი ემოციური კავშირი აქვს მასთან. ჩნდება დეფიციტი. რადგან ბავშვს ორივე სჭირდება. ყველაზე მეტად ეს იწვევს ჰომოსექსუალიზმს.

მეორე, როცა ბავშვი იზრდება და შედის გარდატეხის ასაკში, ყალიბდება სქესობრივად, ამიტომ ჰგონია რომ ასეთია. შეიძლება ბიჭია და დაამყაროს ურთიერთობა სხვა ბიჭთან, რადგან მამის მზრუნველობა აკლდა. ეგონოს რომ ასეთია. ქვეცნობიერად ის დეფიციტს ივსებს. თუ ჩანაცვლება მოხდა, ამისგან დაზღვეულია ბავშვი. ანუ შეიძლება მამის მაგივრობა გაუწიოს, ბიძამ ბაბუამ და ა.შ. ასევე ბევრს უთქვამს, რომ სპორტის, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის ტრენერმა ამ ბავშვს მამა შეუცვალა. ის ყველაფერი, რაც მამისთვის უნდა ეთქვა და მიეღო ენერგია, მისგან მიიღო. ზოგს უთქვამს მოძღვარმა ჩაანაცვლა.

ძალიან ხშირად არის, რომ არც ბიძა არ არსებობს, არც ბაბუა, რატომღაც ამ ქალს გვერდით არავინ ჰყავს და არიან ძირითადად ქალები. დედა და ბებია. თუ ამას დაემატა და, საოცარი დეფიციტია კაცის. უფრო ხშირია მამის დეფიციტი. თუმცა გოგონების შემთხვევაშიც ასეა. 

გოგოს შემთხვევაში, დედა გაეყარა ქმარს და დატოვა ბებიასთან. იმ ბებიამ კიდე დედა ვერ ჩაანაცვლა. ყოველთვის ასე არ ხდება. ჩემთან იყო მოსული ერთი, რომელსაც ჰყავდა გოგო პარტნიორი თავისზე გაცილებით უფროსი. იპოვა დედა. რომ დავიწყეთ ამ ყველაფერზე მუშაობა. თავად გააცნობიერა, რომ დედამისი იყო, ჩაანაცვლა დედა და როგორც ეს გააცნობიერა გაიხედა ბიჭებისკენ“, - აღნიშნა ნინო კანდელაკმა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „51 წელია სკოლაში ვარ და ბავშვებს ჯერ ადამიანობას ვასწავლი, მერე მათემატიკას“ - გაიცანით, 76 წლის ჯული ბებო, რომლის ვიდეომ მილიონი ნახვა დააგროვა

🎥 „სამსახურის 24 საათი...“ - როგორია თიკა ფაცაციას ერთი დღე

⭕„სანამ ვინმეს განიკითხავთ გაიხსენეთ წარსულის ღრმა დეტალები!...“ - გოგა მანია საზოგადოებას მიმართავს