Digest Logo

ტეხასში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 109 ადამიანია დაღუპული, 161 კი დაკარგულად მიიჩნევა

1752048724
ტეხასში წყალდიდობა

აშშ-ში, ტეხასის ერთ-ერთ ოლქში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 161 ადამიანია დაკარგული. ამის შესახებ ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა განაცხადა.

კერის ოლქში დაკარგულებს შორის არიან საზაფხულო ბანაკის ხუთი დამსვენებელი და ადმინისტრაციის ერთი წარმომადგენელი.

წყალდიდობის შედეგად ტეხასში დაღუპულია, სულ მცირე, 109 ადამიანი, მათგან 94 კერვილის რაიონში. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

გრეგ ებოტი აცხადებს, რომ საგანგებო სამსახურები ძალისხმევას არ შეწყვეტენ, ვიდრე ყველა დაკარგულს არ იპოვიან. ამასთან, იგი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს დღეებში დაკარგულთა სია გაიზარდოს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენები და დრონები. წყალდიდობამ ნიუ-მექსიკოს შტატიც დააზარალა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და მეგობრებს ამ დიდ მწუხარებას“ - თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის კურსდამთავრებული გარდაიცვალა

10 ივლისს თხის რქის ნიშანში სავსე მთვარეა - რა გავლენას მოახდენს ის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე და რისი გაკეთება არ არის ამ დღეს რეკომენდებული

„დაილოცოს თქვენი დედაშვილობა“ - მარიამ ელიეშვილი პატარა საბასთან ერთად პოზირებს

წყარო: 1tv.ge