ჩინელი მაღალჩინოსნები TikTok-ის ამერიკული ქვედანაყოფის ილონ მასკისთვის მიყიდვის შესაძლებლობას განიხილავენ.
ამის შესახებ სააგენტო Bloomberg იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ჩინეთს ურჩევნია, რომ TikTok კომპანია ByteDance-ის მფლობელობაში დარჩეს, მაგრამ აშშ-ის უზენაესი სასამართლო, სავარაუდოდ, დაამტკიცებს კანონს, რომელიც ByteDance-ის TikTok-ის გაყიდვას ან 19 იანვრიდან აშშ-ში მისი მუშაობის შეჩერებას დაავალდებულებს.
თუ ჩინეთი ამ საქმეს სასამართლოში წააგებს, ერთ-ერთ ვარიანტად ამ სოციალური ქსელზე კონტროლის X-სთვის გადაცემა განიხილება.
X-ის მფლობელი ამერიკელი მილიარდერი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დიდი ტრანსფერი“ - პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გადაწყდა, ცნობილია კონტრაქტის პირობებიც