ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი შესაძლოა, დაქორწინდნენ. წყვილმა ლოს-ანჯელესში გამართულ „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიალზე საკუთარი საიდუმლო ქორწინების შესახებ ხმები კიდევ უფრო გააძლიერა.
ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ ფაქტს, რომ დარბაზში თითოეული ვარსკვლავური სტუმრისთვის განკუთვნილ ტაბლოზე 28 წლის კაილის გვარი მითითებული იყო როგორც ჯენერ-შალამე. როდესაც შეყვარებულები თავიანთ ადგილებს მიუახლოვდნენ და ტაბლო დაინახეს, მათ თითქოს გულითადი რეაქცია ჰქონდათ. ვიდეო და ფოტოები მათი რეაქციით მალევე ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში.
ამავდროულად, გამოცემა E! News-ის წყარომ უარყო ინფორმაცია, თითქოს კაილი ჩაწერილი იყო როგორც კაილი ჯენერ-შალამე, და განაცხადა, რომ მსგავსი სახელით გავრცელებული ბარათი „ფეიკია“ და ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.
ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამერიკელი მსახიობი, 30 წლის ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი, უკვე სამი წელია ერთად არიან. ამის შესახებ შალმემ თავად ისაუბრა რამდენიმე დღის წინ, Critics Choice Awards 2026-ის დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც პირველად საჯაროდ გამოუტყდა კაილის სიყვარულში. მათი ურთიერთობის შესახებ საუბარი პირველად 2023 წელს დაიწყო, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ინტერნეტში ვრცელდებოდა ჭორები, რომ ეს მხოლოდ პიარ-რომანი იყო.
მანამდე, Kylie Cosmetics-ის დამფუძნებელი კაილი ჯენერი ურთიერთობაში იყო რეპერ ტრევის სკოტთან, რომლისგანაც ჰყავს ქალიშვილი სტორმი და ვაჟი ეირი.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵როგორ აღვნიშნოთ ძველით ახალი წელი ისე, რომ მთელი წელი ბედნიერი იყოს
🎥 ფული და ზეგავლენა - რამდენს გამოიმუშავებენ ინფლუენსერები საქართველოში?
წყარო: www.beaumonde.ge