Digest Logo

ტრამპმა ტიკტოკის ბლოკირება აშშ-ში 75 დღით გადაავადა

1737445352
 ტიკტოკი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც სოციალური პლატფორმა ტიკტოკის ბლოკირება 75 დღით უნდა გადავადდეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„ვუბრძანებ გენერალურ პროკურორს შეერთებული შტატების სახელით კანონის აღსრულების უზრუნველსაყოფად არ გაატაროს ზომები აღნიშნული ბრძანების გამოქვეყნებიდან 75 დღის განმავლობაში, რათა ჩემს ადმინისტრაციას მიეცეს შესაძლებლობა ტიკტოკთან დაკავშირებით განსაზღვროს მოქმედებები“, - წერია ბრძანების ტექსტში.

ცნობისთვის, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 17 იანვარს შეერთებულ შტატებში ტიკტოკის გამოყენება აკრძალა, თუ მას მისი მფლობელი კომპანია ByteDance-ი არ გაასხვისებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დედას უფრო ჰგვანან თუ მამას?“ - ბერა ივანიშვილი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

⭕„მელანიას ლუქი, 10-დან 10 ქულა“ – ნინო ნადირაძე დონალდ ტრამპის მეუღლეზე

🎥 „სიკეთის ფასი არაფერია“ - გაიცანით 12 წლის ბიჭი, რომელმაც ტელეფონის შესაძენად შეგროვებული ფულით პანსიონატის მოხუცებს საჩუქრები უყიდა, მისმა ვიდეომ კი მთელი სოციალური ქსელი დაიპყრო