Digest Logo

წითელ ზღვაში ბერძნული გემი ჩაიძირა

1752061078
გემი ჩაიძირა

ბერძნული კომპანიის მფლობელობაში მყოფი სატვირთო გემი MV Eternity C წითელ ზღვაში ჰუსიტების თავდასხმის შემდეგ ჩაიძირა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ეკიპაჟის 5 წევრი მაშველებმა გადაარჩინეს. კიდევ რამდენიმე მეზღვაური ზღვაში, სამაშველო ჟილეტებში იმყოფება, ეკიპაჟის ორი წევრი დაიჭრა, ერთ-ერთმა ფეხი დაკარგა. Reuters-ის ცნობით დაიღუპა ეკიპაჟის 4 წევრი.

სატვირთო გემზე შეტევა 7 ივლისს მოხდა. ჰუსიტების იერიშის შედეგად ის სერიოზულად დაზიანდა.

ჰუსიტების თავდასხმები სავაჭრო გემებზე წითელ ზღვაში განსაკუთრებით 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ გააქტიურდა. პარალელურად ჰუსიტები ისრაელს ბალისტიკურ რაკეტებს და დრონებს ესვრიან.

6 ივლისს ჰუსიტები ბერძნულ გემს, Magic Seas-ს თავს დაესხნენ. დაზიანების გამო ის გემიც ჩაიძირა. ეკიპაჟმა გადარჩენა მოახერხა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ულამაზესი დედა-შვილი“ - სალომე კორკოტაშვილი ოჯახთან ერთად ხორვატიაში ისვენებს

⭕„საოცრად გამოიყურები...“ - მაკა ზამბახიძის ლუქი შორენა ბეგაშვილის დაბადების დღის წვეულებიდან

⭕ხვიჩა კვარაცხელია - „გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, ძლიერი გუნდური სულისკვეთება გვაქვს, ყველა ერთმანეთისთვის ვიბრძვით“

წყარო: newshub.ge