Digest Logo

ცნობილ თურქ მსახიობს პატიმრობა შეუფარდეს - იგი გეზის პარკის საპროტესტო აქციების საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემაში დამნაშავედ ცნეს

1748339927
Tuqri msaiobi

თურქი მსახიობი, ჰალიტ ერგენჩი, „დიდებული საუკუნის“ ვარსკვლავი, რომელიც სულთან სულეიმანის როლს თამაშობდა, გეზის პარკის საპროტესტო აქციების საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემაში დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

სასამართლომ დაადგინა, რომ ერგენჩმა დაამახინჯა ინფორმაცია საქმის ბრალდებულებთან მისი კავშირების შესახებ, რომლებიც მართლმსაჯულებას ემალებიან.

მსახიობმა დანაშაული არ აღიარა. მას 1 წლით, 10 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ამ შემთხვევამდე ნასამართლობის არარსებობის გამო, სასჯელი შეუჩერდა.

ერგენჩს განაჩენი გასაჩივრების შესაძლებლობაც აქვს. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თქვენი სიყვარული, მხარდაჭერა, თქვენი კეთილი შეტყობინებები - ისინი სიტყვებით გადმოცემაზე მეტს ნიშნავს“ - რას წერს ანრი ჯოხაძე

⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ივნისში სირთულეები ელოდება

⭕„მადლობა ყველას, ამდენი სითბოსთვის და სიყვარულისთვის“ - თაკო კორინთელ

წყარო: www.aa.com.tr