თურქული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი სერიალის „ეშრეფის სიზმარის“ მსახიობი, რამაზან თეთიქი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პირველადი ცნობებით, მსახიობის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდებოდა, თუმცა მოგვიანებით გავრცელებულმა დეტალებმა დააზუსტა, რომ მისი სიკვდილი აორტის დაზიანებამ გამოიწვია.
მედიის ინფორმაციით, მსახიობი კლინიკაში იყო გადაყვანილი, თუმცა ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რამაზან თეთიქი თურქულ სერიალებში მონაწილეობით გახდა ცნობილი. სოციალურ ქსელებში მას ემშვიდობებიან კოლეგები და გულშემატკივრები, რომლებიც აღნიშნავენ თეთიქის პროფესიონალიზმსა და ადამიანურ თვისებებს.
მსახიობის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებენ როგორც თურქეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ.


View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ არის მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვა ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისათვის - ექიმის რჩევები
⭕გიორგი გულიაშვილმა ესპანეთში მესამე გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა