Digest Logo

ცნობილია, ვინ იმღერებს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში

1778745566
მადონა, შაკირა, BTS

მადონა, შაკირა და BTS-ი FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის ისტორიაში პირველი შესვენების შოუს მთავარი ვარსკვლავები იქნებიან.

მატჩი 19 ივლისს, ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსის სტადიონზე გაიმართება.

„პერფორმანსის“ კურატორი Coldplay-ის სოლისტი კრის მარტინია, ხოლო პროდიუსერი Global Citizen-ი.

შოუს მიზანია სახსრების მოზიდვა FIFA-სა და Global Citizen-ის ერთობლივი განათლების ფონდისთვის (FIFA Global Citizen Education Fund), რაც მთელ მსოფლიოში ბავშვებისთვის ხარისხიან განათლებასა და ფეხბურთზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას მოემსახურება.

მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში ისტორიაში პირველად 3 ქვეყანა - აშშ, კანადა და მექსიკა მასპინძლობს. ტურნირი სტარტს 11 ივნისს აიღებს.

 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს...“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

„არ იმოქმედოთ პანიკით! ენერგიამ შეიძლება, გიბიძგოთ მკვეთრი გადაწყვეტილებებისკენ“ - რას მოგვიტანს 17 მაისის ახალმთვარეობა

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის ივნისი ფინანსურად განსაკუთრებით ხელსაყრელი თვე იქნება

წყარო: imedinews.ge