Digest Logo

ცნობილმა სეისმოლოგმა თურქეთის მიწისძვრა იწინასწარმეტყველა

1675678095
ფრენკ ჰუგერბიტსი სეისმოლოგი

ცნობილმა ავსტრალიელმა მეცნიერმა ფრენკ ჰუგერბიტსმა თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრა იწინასწარმეტყველა. ამის შესახებ sozcu.com.tr იუწყება.

👉თურქეთის მიწისძვრა ლელა კაკულიამ 14 წლის წინ იწინასწარმეტყველა

მეცნიერმა პოსტი 3 თებერვალს გამოაქვეყნა, რომელზედაც ყურადღება დღეს გამახვილდა.

„თურქეთის ამ რაიონში (ცენტრალური და სამხრეთ თურქეთი, იორდანია, სირია, ლიბანი), ადრე თუ გვიან 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდება“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით, როდესაც მიწისძვრა უკვე მომხდარი იყო, ავსტრალიელმა მეცნიერმა დაზარალებულებს თანადგომა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მან მიწისძვრის პროგნოზირება „კრიტიკული პლანეტარული გეომეტრიის საფუძველზე“ მოახდინა.

ფრენკ ჰუგერბიტსი ავსტრალიის საუკეთესო ასტრონომების სიაში შედის და 2002 წელს დააარსა საიტი მიწისძვრების შესახებ.

მეცნიერი ბავშვობიდან დიდ ინტერესს იჩენდა მზის სისტემის მიმართ. მიწისძვრის პირველი საჯარო პროგნოზი მან 2015 წელს გააკეთა და აღნიშნა, რომ 22-27 აპრილის პერიოდი კრიტიკულია პლანეტების გარკვეული განლაგების გამო. 2015 წლის 25 აპრილს ნეპალში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. 

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔘🎥 სოფო ნიჟარაძე იუბილარია - როგორ მიულოცეს ცნობილ მომღერალს დაბადების დღე

🔘რა უთხრა ნიკოლოზ წულუკიძეს ქალიშვილმა - „ამ დილით, სკოლაში რომ მიდიოდა, უცებ მითხრა, მამა, არ ინერვიულოო...“

🔘🎥 90 წლის ელდარ შენგელაიას და ნანული სარაჯიშვილის ცეკვამ ფურორი მოახდინა – კადრები რეჟისორის დაბადების დღიდან