თურქეთში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა.
მედიის ცნობით, დაშავებულთა რიცხვიც 51-მდე გაიზარდა.
„სამწუხაროდ, ამ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 66 ადამიანი დავკარგეთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ.
ჯანდაცვის მინისტრმა ქემალ მემიშოღლუმ განაცხადა, რომ დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 17 დაშავებული საავადმყოფოდან გაწერეს.
ცნობისთვის, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სამსახურის ბრიგადები, მათ შორის 30 სახანძრო მანქანა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების 28 მანქანა. ცეცხლის ჩაქრობისა და სამაშველო ოპერაციაში 231 სპეციალისტი იყო ჩართული.
შემთხვევის დროს სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„როგორი იღბლიანი ვარ“ - ილია თოფურია იუბილარია, როგორ ულოცავს მეუღლე მას დაბადების დღეს?
🎥 „დედას უფრო ჰგვანან თუ მამას?“ - ბერა ივანიშვილი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს