თურქეთში ძლიერ მიწისძვრას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. ამის შესახებ „დაიჯესტს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
👉ინფორმაცია თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის
„თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვრის შედეგად ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის ნ.ზ. გარდაცვალების შესახებ. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.
6 თებერვლის დილის მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 337 ადამიანი დაიღუპა და 600-ზე მეტი დაშავდა, თუმცა, ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილებისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔘🎥 „7 კილო დავიკელი“ - ნახეთ, როგორ გამოიყურება ნატა გულიაშვილი წონაში დაკლების შემდეგ?