თურქული მედიის ცნობით, თურქეთში მსახიობ ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი გაიცა – ამავე საქმეზე დაკავებულია 14 პირი. საქმე ნარკოტიკებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. დაკავებულებს შორის არიან მსახიობები, მოდელები, სპორტსმენები და ბიზნესს სფეროს წარმომადგენლები არიან.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავების ორდერი ჯამში 16 ადამიანზე გაიცა – 2 პირზე ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
დაკავებულებს შორის არიან საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის” ყოფილი პრეზიდენტი, ფიკრეტ ორმანი, ასევე „გალათასარაის” ყოფილი პრეზიდენტი ბურაკ ელმასი, ასევე ბიზნესმენები ჰაკან და ქერიმ საბანჯები, ასევე დოდენ სოიდანი და გუზიდე დურანი.
დაკავებულებს შორის ასევე არიან: ბურაკ ელმასი, სეზგინ კოისურენი, ფერჰათ აიდინი, კორაი სერენლი, ონურ ბუქჩუ, ისმაილ ბეჰრამ პერინჩეკლი, კაან მელარტი, დიდემ სოიდანი, ონურ ტალაი, მუსტაფა ტარი.
სად არის ჰანდე ერჩელი?
ამ დროისთვის მსახიობის ადგილსამყოფელი უცნობია. პოლიცია მას აქტიურად ეძებს. გამოძიების ვერსიით, ის შესაძლოა იმავე დაჯგუფების წევრი იყო, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-გავრცელებაშია ეჭვმიტანილი. შეგახსენებთ, რომ ჰანდე ერჩელი თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია, რომელსაც ინსტაგრამზე 32 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.ambebi.ge