Digest Logo

თურქი მსახიობი 35 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა - „წინა დღეს დაბადების დღე ჰქონდა“

1781590385
ეჯე ირ­თე­მი

პოპულარული თურქი მსახიობი ეჯე ირთემი, რომელიც მაყურებელმა სერიალ „შერბეთში“ იშილის როლით შეიყვარა, 35 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.

სამწუხარო შემთხვევა 2026 წლის 15 ივნისს, მისი დაბადების დღის მეორე დღეს მოხდა.

როგორც ცნობილია, გარდაცვლილი სტამბოლში, კადიკოის უბანში მდებარე საკუთარ სახლში შეუძლოდ გახდა.

შემთხვევის დროს იგი დედასთან ერთად იმყოფებოდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვეღარ შეძლო.

პირველადი სამედიცინო შეფასებით, სიკვდილის მიზეზად გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი) სახელდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „უყურებ და სიტყვები ზედმეტია...“ - სალომე კბილაშვილი გარდაცვლილი ძმის უცნობ კადრებს აქვეყნებს

„მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა არაერთი თაობის წარმატებული ტანმოვარჯიშე“ - გარდაიცვალა ნელი სალაძე

„ხელსაყრელია დაგეგმვა, მოგზაურობა, ქორწილი...“ - 16 ივნისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით