Digest Logo

თურქი მსახიობი სერენაი სარიქაია ნარკოტიკებთან დაკავშირებული სკანდალის ფარგლებში დააკავეს

1779350568
სერენაი სარიქაია

თურქი მსახიობი სერენაი სარიქაია ნარკოტიკებთან დაკავშირებული სკანდალის ფარგლებში დააკავეს.

ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს და წერს, რომ სერენაი სარიქაიასთან ერთად დაკავებულთა სიაში არიან: მომღერალი მაბელ მატიზზე, მსახიობი ონურ თუნა, ფეიზა ჯიველექზე და ბერქაი შაჰინსა.

თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპე­ცო­პე­რა­ცია გამ­თე­ნი­ი­სას, ერ­თდრო­უ­ლად სტამ­ბო­ლის რამ­დე­ნი­მე ელი­ტურ რა­ი­ონ­ში ჩა­ტარ­და, სა­დაც ვარ­სკვლა­ვე­ბის მდიდ­რუ­ლი ვი­ლე­ბი მდე­ბა­რე­ობს. სე­რე­ნა­ის სახ­ლში ამ დრომ­დე აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და ჩხრე­კა მიმ­დი­ნა­რე­ობს.
 
კონ­კრე­ტუ­ლად რაში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ სე­რე­ნაი სა­რი­ქა­ი­ას?

გა­მო­ძი­ე­ბის დე­ტა­ლე­ბი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია, თუმ­ცა ბა­ქირ­ქო­ის პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან გა­ჟო­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე ეხე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბას.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ოპე­რა­ცია მას შემ­დეგ და­გეგ­მეს, რაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­და­მოწ­მდა ანო­ნი­მუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, გა­ი­შიფ­რა სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბი და ციფ­რუ­ლი მა­სა­ლე­ბი. სწო­რედ ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გაჩ­ნდა „გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი“, რომ სე­რე­ნაი და შო­უ­ბიზ­ნე­სის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს მო­იხ­მარ­დნენ. თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსა­ხი­ო­ბი და­კა­ვე­ბუ­ლია და უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში ბი­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­დე­ბა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „თუ ექიმთან მისასვლელი ფული არ გაქვს ე.ი. ინტელექტუალი არ ყოფილხარ, თორემ იშოვიდი… ინტელექტუალ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფული!“ – პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია

⭕„დეპრესია შეიძლება ქრონიკული ტკივილების დაწყებამდე დაახლოებით 10 წლით ადრე დაემართოს ადამიანს“ - რას წერს ლევან შელეგია

⭕„დღეს გაამრავლეთ ის, რაც თქვენს მომავალს აუმჯობესებს! მეტი ყურადღება გამოიჩინონ ხარის წლებში დაბადებულებმა“ - 21 მაისის მეტაფიზიკური პროგნოზი

წყარო: www.ambebi.ge