უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა „ტვიტერზე“ წერს, რომ უკრაინელი ხალხი ისტერიული ტერორით არ შეშინდება.
„რუსეთმა კვირა დაიწყო მასობრივი თავდასხმით კიევის ცენტრში და მთელ რიგ რეგიონებზე. კამიკაძე დრონები მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
ჩვენი ხალხი აფეთქებებს უნდა დაემალოს. უკრაინას ისტერიული ტერორით ვერ შეაშინებთ. ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ, ყველაფერს აღვადგენთ“, – წერს უკრაინის პირველი ლედი.
ცნობისთვის, რუსები მიკოლაევს ე.წ. „კამიკაძე-დრონებით“ დაესხნენ თავს – უკრაინელებმა 11 დრონი ჩამოაგდეს. გარდა ამისა, რუსებმა საჰაერო თავდასხმა განახორციელეს კიევზე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵რას უნდა ელოდოთ 25 ოქტომბრის მზის დაბნელებიდან?
🔵„გულდასმით შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი ხელმოწერამდე“ - მიხეილ ცაგარელი