Digest Logo

რას უნდა ელოდოთ 25 ოქტომბრის მზის დაბნელებიდან?

1665773657
ასტროლოგი ხათუნა ნოელი

25 ოქტომბერს მზის დაბნელებაა, როგორც ასტროლოგი ხათუნა ნოელი წერს, მზის დაბნელება მორიელის ნიშანში მოხდება და იმ სფეროებს შეეხება, რასაც მორიელი განაგებს.

ასტროლოგი დეტალურად აღწერს მსგავსი დაბნელებების დროს მომხდარ ფაქტებს და აღნიშნავს, რომ ეს მოვლენა გლობალურ ცვლილებებს გამოიწვევს, მათ შორის შეიცვლება ქვეყნების ურთიერთობები და ვალუტის გაცვლა- გამოცვლის საკითხი. 

„25 ოქტომბრის მზის დაბნელება გვიახლოვდება. ამ წლის დაბნელებების ბოლო სეზონი, მას გახსნის 25 ოქტომბრის მზის ნაწილობრივი დაბნელება, რომელიც მორიელის 02°00' გრადუსზე, მზის დაღმავალ კარმულ კვანძთან სიახლოვისას ხდება. (თბილისის დროით პიკი 14:49-ზე უწევს).

მზის დაბნელებებს და მის არეალში მოქცეულ მოვლენებს უძველესი დროიდან აკვირდებოდა ადამიანი. ამ დროს ხდება მოვლენები, რომლებიც შეუქცევადი ციკლის დასაწყისს მოასწავებენ. მზის დაბნელებები შეიძლება ითქვას, წარმოადგენენ ერთგვარ კარიბჭეს, რომელიც დროს ყოფს ორ ნაწილად. ის, რაც იყო, სრულდება და იწყება ახალი.

ასტროლოგიური თვალსაზრისით დაბნელებების ზეგავლენა ვრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, საიდანაც ის ხილვადია. ამჯერად მზის ეკლიპსის დანახვა შესაძლებელი იქნება აზიისა დიდი ნაწილის, დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნების, რუსეთის უმეტესი ნაწილის (ურალისა და დასავლეთ ციმბირის ჩათვლით), ასევე ჩრდ. აფრიკის ნაწილის ტერიტორიებიდან. განსაკუთრებული ზეგავლენა კი მას რუსეთზე ექნება, რადგან თავის მაქსიმალურ ფაზას ის სწორედ იქ, კერძოდ კი ხანტე-მანსიის ავტონომიურ ოლქში მიაღწევს.

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ეს ოლქი გახლავთ რუსეთის მთავარი ნავთობმომპოვებელი და გაზის მატარებელი რეგიონი. ფაქტობრივად მასზე გადის რუსეთის იმპერიის მასულდგმულებელი სასიცოცხლო ძარღვი.
დაბნელების არეალში ჰყვება ურალის მთებში მდებარე მთა იამანტაუც (Яман тау), რაც ბაშკირულად „ბოროტ მთას“ ნიშნავს. აშშ-ის დაზვერვას მიაჩნია, რომ იქ განლაგებულია საიდუმლო ატომური ბაზა. ასევე, ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, პუტინის ერთ-ერთი ბუნკერიც აქ იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა, რუსეთი უარყოფს ამ ინფორმაციას.
აქედან გამომდინარე, ყველაზე მინიმუმ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წინ ენერგორესურსების ახალი კრიზისი გველოდება. ხოლო მაქსიმუმ - რომ რუსეთის ეს ბაზა და მისი ბინადარი პირდაპირი ან ირიბი მნიშვნელობით სერიოზული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ შედეგები მხოლოდ რუსეთზე არ გავრცელდება, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, დაბნელების ჩრდილი ევროპის და აზიის ქვეყნებსაც ფარავს. სამწუხაროდ მოცემულ ტერიტორიებზე არც ტექნოგენური კატასტროფები არაა გამორიცხული.

მოვლენები, რა თქმა უნდა, არ განვითარდებიან უშუალოდ დაბნელების დღეს, ნებისმიერი ეკლიპსის ზეგავლენა დაახლოებით 6 თვემდე არის ხოლმე აქტუალური. თუმცა მათ კიდევ უფრო გრძელვადიანი ექოც გააჩნიათ, რომელიც 18,5 წელს შეადგენს.

დაბნელებებს ახასიათებთ სერიულობა. ისინი გაერთიანებულები არიან ე.წ. „საროსებში“. 25 ოქტომბრის დაბნელება #124 საროსის ნაწილია. როგორც უკვე ვთქვით, ეს დაბნელება დაღმავალ კვანძზე ხდება, რაც აშკარა მინიშნებას იძლევა მის კავშირზე წარსულთან. მით უმეტეს, რომ მორიელის იმ გრადუსზე, სადაც ახლა მზის ეკლიპსი გვექნება, ციკლის წინა დაბნელებაზე კვანძი ხვდებოდა. ანუ კავშირი აშკარად შეინიშნება.

გადავხედოთ, როდის იყო ამ საროსის ციკლის სხვა დაბნელებები და რა მოვლენებს ჰქონდა მაშინ ადგილი. უკუსვლით რომ მივუყვეთ, ეს დაბნელებები იყო:

2004 წლის 14 ოქტომბერს - მის არეალში ჩატარდა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც მალე  „ნარინჯისფერი“ რევოლუცია მოჰყვა.

1986 წლის 3 ოქტომბერს - უშუალოდ ამ დღეს საბჭოთა სტრატეგიულ ბირთვულ წყალქვეშა ნავზე აფეთქდა ბალისტიკური რაკეტა. ნავი ატლანტის ოკეანეში 5500 მეტრის სიღრმეზე ჩაიძირა. ასევე ოქტომბერში რეიკიავიკში გაიმართა სამიტი, რომელზედაც ერთმანეთს შეხვდნენ გორბაჩოვი და რეიგანი და რომელზედაც მოლაპარაკების ძირითადი საგანი იყო ბირთვული იარაღის შემცირება.

1968 წლის 22 სექტემბერს - მის არეალში ალბანეთი ოფიციალურად გამოდის ვარშავის პაქტიდან. ხოლო საბერძნეთში ჩატარებული რეფერენდუმი მეტ ძალაუფლებას ანიჭებს სამხედრო ხუნტას. ზუსტად ერთი თვით ადრე კი სსრკ-მ განახორციელა ჯარების შეყვანა ჩეხოსლოვაკიაში, რაც, ასევე, ცნობილია როგორც„ოპერაცია დუნაი“, სადაც სასტიკად, სისხლში ჩაახშო სოციალისტური რეჟიმის წინააღმდეგ გამართული მშვიდობიანი მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები.

1950 წლის 12 სექტემბერს - მის არეალში კორეის ომში სამხრეთ კოალიციამ დაიწყო ოპერაცია Chromite. ამერიკული დესანტი დაეშვა სეულის მახლობლად ქალაქ ინჩეონის პორტში.

1932 წლის 31 აგვისტოს -27-29 აგვისტო - ამსტერდამში საერთაშორისო ომის საწინააღმდეგო კონგრესი გაიმართა. ხოლო რუსეთში, ბაშკირიაში, თანამედროვე ქალაქ იშიმბეის ტერიტორიაზე „მეორე ბაქოდ“ წოდებულ ნავთობის მომპოვებელ ჭას ჩაეყარა საფუძველი. რომლის წყალობითაც შემდგომში რუსეთი მსოფლიოში ნავთობის მთავარი მიმწოდებელი გახდა.

1914 წლის 21 აგვისტოს - მის არეალში, რუსეთი პირველ მსოფლიო ომში ჩაება და თითქმის მაშინვე განიცადა უდიდესი დამარცხება აღმოსავლეთ პრუსიის ჯარებთან. რუსეთის მე-2 არმია ფაქტობრივად სრულიად განადგურდა. მისმა გენერალმა ალექსანდრე სამსონოვმა კი ტყვია დაიხალა.

უფრო უკან აღარ მივუყვები. თუნდაც მხოლოდ ამ ეკლიპსების განხილვა უკვე ბევრ საინტერესო ხელისმოსაჭიდს იძლევა, თუ რა შეიძლება ვიპროგნოზიროთ. რაც შეეხება წლევანდელ მზის დაბნელებას, ვფიქრობ, რომ მან უკვე მოგვცა თავის პირველი მინიშნება ყირიმის ხიდის აფეთქების სახით. დავუმატებ და ვიტყვი, რომ ბირთვული აფეთქების საშიშროება ამ ეტაპზე არ არის, უფრო შესაძლოა ადამიანური შეცდომა, ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევა, რასაც შეიძლება მოჰყვეს გაჟონვა. როგორც ვთქვი, ტექნოგენური კატასტროფის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

ახლა უშუალოდ ამ დაბნელების ასტროლოგიურ ფაქტორებს შევეხოთ:

როგორც ალბათ იცით, მზის დაბნელებები ყოველთვის ემთხვევა ახალმთვარეობას, ანუ უსათუოდ გვაქვს მზისა და მთვარის შეერთება. გარდა იმისა, რომ მთვარე მორიელის ნიშანში საკმაოდ პრობლემურია, ამ ჯერზე მნათობების შეერთებას ერთვის ვენერაც, რომელიც აქ ასევე უკიდურესად რთულ ელფერს იძენს... მიუხედავად იმისა, ნუ დაგვავიწყდება მაინც, რომ ასტროლოგიაში ვენერას „მცირე ბედნიერების პლანეტას“ ვუწოდებთ. მას, როგორც წესი, მოაქვს ხოლმე ბალანსი, წონასწორობა, მოლაპარაკებების შესაძლებლობები. დავიტოვოთ იმედი, რომ მორიელის ვენერა თავის „ლუციფერიანულ“ ხასიათს არ გამოავლენს და შანსებს მოგვცემს. მთავარია, ჩვენ ეს შანსები გამოვიყენოთ.

ალბათ ისიც საინტერესოა, რომ სავსემთვარეობის დროს ანალოგიური შეერთება ამ სამი ციური სხეულისა უახლოეს წარსულში იყო 2014 წლის 24 ოქტომბერს და 1990 წლის 17 ნოემბერს. პირველი სულ რაღაც 2 დღით უსწრებდა უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ხოლო 17/11/90-ში საბჭოთა პრეზიდენტმა გორბაჩოვმა სახელმწიფოს შესთავაზა საბჭოთა ხელისუფლების რადიკალური რესტრუქტურიზაცია, მათ შორის ფედერალური საბჭოს შექმნა, რომელიც შედგებოდა 15 საბჭოთა რესპუბლიკის მეთაურებისგან, რითაც ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა სსრკ-ს დაშლას!!

არ დაგვავიწყდეს, რომ ამავდროულად ცაზე გვაქვს სატურნ-ურანის კვადრატი და სტაციონარული მარსი. მარსის მნიშვნელობას ზრდის ისიც, რომ ის დაბნელების გრადუსის მმართველია, რომლის სიბიანური აღწერის ტექსტშიც ვკითხულობთ: „მჭედელი ჩაქუჩით ურტყამს გრდემლს; კაშკაშა ნაპერწკლები ანათებს გარშემო ყველაფერს ნათელი შუქით.“ - მიუთითებს მასზე, ვინც ცდილობს სიბნელის სამყაროში ჭეშმარიტების სინათლის შემოტანას. რაც მას ნამდვილად სურს, არის რაც შეიძლება ბევრი ადამიანის გამოფხიზლება ძილისგან და დარტყმები, რომელსაც მატერიალური სამყაროს ინერციას აყენებს, დედამიწაზე ვარსკვლავების ნათებასთან შესადარებელ სინათლეს მოუტანს. ეს გარღვევის სიმბოლოა“. ვფიქრობ, ეს განმარტებაც ძალზე მრავლის მეტყველია.

რაც შეეხება უშუალოდ დაბნელების მმართველ პლუტონს, ის უკუსვლითია და კვლავინდებურად თხისრქის ზოდიაქოში მოძრაობს. ვფიქრობ, ვიდრე პლუტონი ამ ნიშანში რჩება, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი სტრუქტურული რღვევების მოწმენი გავხდებით. რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სატურნისა და ურანის კვადრატიც. ცალკე აღებული ეს ასპექტი წარმოადგენს ერთი მთლიანი ციკლის ნაწილს, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს მშვილდოსნის ზოდიაქოში ამ ორი პლანეტის შეერთებით დაიწყო, და საბოლოოდ 3031-2033 წლებში დასრულდება, როდესაც სატურნი და ურანი კვლავ შეერთდებიან, ამჯერად უკვე ტყუპების ნიშანში. ანუ საბოლოო ცვლილებამდე ჯერ კიდევ არის დრო. დრო, რომელიც ჯობია ჭკვიანურად გამოვიყენოთ. (გპირდებით, ამ თემაზე ცალკე, უფრო ვრცლად დავწერ. თუნდაც იმიტომ რომ პუტინიც ამ ციკლის ნაწილია).

თუ თვალს გადავავლებთ უახლოესი თვეების ქრონიკას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რამდენი ძველი სახე წავიდა, გაქრა ამ ბოლო პერიოდში. იქნება ეს ისეთი ოდიოზური ფიგურა, როგორიც იყო ჟირინოვსკი, თუ მისი უდიდებულესობა, დედოფალი დედა.  წავიდა მიხეილ გორბაჩოვიც, რომელიც ფაქტობრივად ამ ციკლის დასაწყისზე გამოჩნდა პოლიტიკურ სარბიელზე და არცთუ უმნიშვნელო როლი შეასრულა. დიახ, ძველი უნდა დაიშალოს და ახალს დაუთმოს ადგილი. ბოლოს და ბოლოს, თვითონ მორიელიც ხომ ტრანსფორმაციის ნიშანია?

აქვე მინდა ვთქვა, რომ 25 ოქტომბრის დაბნელება და მის არეალში მომხდარი მოვლენები ძალზე მნიშვნელოვანი იქნება როგორც მიმდინარე ომში გარდაუვალი გარდატეხის თვალსაზრისით, ისე ეკონომიკურ - ფინანსური საკითხების, საბანკო სექტორის და ინფლაციის თვალსაზრისით. სავარაუდოდ, შეიცვლება ქვეყნებს შორის ვალუტის გაცვლის და ურთიერთანგარიშსწორების სტრუქტურა და ხასიათი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მორიელის ნიშანი, სადაც ეს დაბნელება ხდება, სწორედ ამ თემებს განაგებს.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ, რომელი ზოდიაქოს წარმომადგენლები მოჰყვებიან ამ დაბნელების ზეგავლენის ქვეშ და რას მოუტანთ მათ ეს ეკლიპსი, ამაზე ცალკე სტატიაში ვისაუბრებ“, - წერს ხათუნა ნოელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ

🔵„ჩემთვისაც კი, გიჟ დედად რომ ვითვლები, შვილს რომ დაერეკა ვაკის პარკში ვარ შატალოზე, ჩავთვლიდი რომ უსაფრთხო ადგილზეა“ - თეა გვასალია

🔵„ბევრი სისულელე გავაკეთე ამ ამბის მერე… უაზროდ ვიცინოდი, ვხუმრობდი და თითქოს არაფერს ვგრძნობდი, არც ესმოდა ჩემს ყურს“ - თიკო ჩხეიძე

🔵„წამოვიდა ახლა ელექტრო ინჟინერიის ექსპერტული დასკვნები... ღმერთმანი, ვეღარ შემიძლია ტრაგედიიდან - ტრაგედიაზე და ექსპერტობიდან ექსპერტობაზე მარადიული პორტირება“ - დაჩი გრძელიშვილი