Digest Logo

უკრაინაში ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი დაიღუპა

1724912897
აფხაზეთის მკვიდრი

უკრაინაში ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი დანიელ ტუჟბა დაიღუპა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.

აფხაზეთის მკვიდრის დაღუპვის დეტალები უცნობია. ეს ფაქტი, სავარაუდოდ, დონეცკის რეგიონში მოხდა. ტუჟბა რუსული ძალების შემადგენლობაში იბრძოდა.

დაღუპულის ცხედარი სოხუმში გადაასვენეს. მას 29 აგვისტოს დაკრძალავენ.

ოკუპირებული აფხაზეთიდან მოხალისეთა დიდი ნაწილი ბატალიონ „პიატნაშკას“ შემადგენლობაში იბრძვის. აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ კურსკის ოლქში, სადაც უკრაინული ჯარი შეიჭრა, აფხაზი და ოსი მოხალისეები გადაისროლეს. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕29 აგვისტოს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება -

⭕„მეგონა, ორ დღეში დამთავრდებოდა ეს ამბავი, მაგრამ იმდენი გაზიარება ჰქონდა, მინიმუმ, ორი კვირა სულ ეს ვიდეო ხვდებოდა ყველას…“ - ეკა მჟავანაძე