2025 წლის იანვრის ბოლომდე, უკრაინაში შესაძლოა სამოქალაქო ფრენები აღდგეს. ამის შესახებ უკრაინული მედია Marsh - მედია McLennan-ის უფროსი პარტნიორის, კრისპინ ელისონის მიერ კიევის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით, ფრენების აღდგენა უკრაინის ერთ-ერთი აეროპორტიდან იგეგმება.
„ჩვენ ახალი გამოწვევა გვაქვს - როგორ დავაზღვიოთ საჰაერო მოგზაურობა დასავლეთ უკრაინაში საჰაერო სივრცის გასახსნელად“, - ამბობს ელისონი.
მისივე განცხადებით, არსებობს 5-6 ავიაკომპანია, რომელსაც უკრაინიდან რეისების აღდგენა უკვე 2025 წლის იანვრიდან შეუძლია.
თუმცა, როგორც კრისპინ ელისონი აღნიშნავს, ავიარეისების აღდგენასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტის აპარატი მიიღებს ომის გამო პირობებში უსაფრთხოების ვითარების გათვალისწინებით.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ამასობაში კარლოსმა ქართულიც დახვეწა“ – რა ვიდეოს აქვეყნებს სოფი ლორენის ქართველი რძალი?
🎥 „არ არის სასურველი ფულის გასესხება“ - 7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის