Digest Logo

ურანზე ფასი მკვეთრად გაიზარდა

1765896317
ურანზე ფასი მკვეთრად გაიზარდა

ურანზე ფასი მკვეთრად გაიზარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ში დახურული ატომური ელექტროსადგურების რეკონსერვაცია გადაწყდა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

დიდი რაოდენობით ელექტროენერგია კომპიუტერულ ცენტრებს სჭირდებათ. ატომური ელექტროსადგურების მწყობრში მოყვანაში კომპანიები Google და Microsoft პირდაპირ მონაწილეობენ. ამჟამად ერთიო ფუნტი ურანის ფასი 86 აშშ დოლარს შეადგენს. ეს მაქსიმალური მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ.

ექსპერტების პროგნოზით, 2040 წლისთვის ურანზე მოთხოვნილება გაორმაგდება და წელიწადში 150 ათას ტონას მიაღწევს.  ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ატომური ენერგეტიკის განვითარების გამო მთელი ურანი ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული დატა-ცენტრების ელექტროენერგიით მომარაგებაზე წავა და ახალი ბირთვული ქობიბებისთვის აღარაფერი დარჩება,

ელექტროენერგიის მხრივ ჩინეთს სხვა ქვეყნებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს. ჩინეთი უფრო მეტ ელექტროენერგიას აწარმოებს, ვიდრე აშშ და ინდოეთი ერთად აღებულები.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სიყვარული არც თავიდან ყოფილა და არც შემდეგ...ეჭვიანი იყო ძალიან...“ - მაყვალა ჩიხლაძე მეუღლეზე

⭕„დარბირხარ და უკვე მესამე ცოლზე ფიქრობ, თითქოს საჩემპიონო ქამარი იყოს...“ - ილია თოფურიას ყოფილი მეტოქე აკრიტიკებს

⭕ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის დეკემბრის ბოლომდე განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება

წყარო: newshub.ge