მომღერალი მაყვალა ჩიხლაძე სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდობა გაიხსენა და მეუღლეზე ისაუბრა.
როგორც მუსიკოსი აღნიშნავს, მას მეუღლესთან მხოლოდ სიმღერა აკავშირებდა:
„დილაობით სარკესთან დავჯდები ჯერ, მოვიპრანჭები ხოლმე, შემდეგ გავალ მაღაზიაში თუ საჭიროა. ყოველ დილით ვიპრანჭები აუცილებლად. ბავშვობიდან მიყვარს. არავინ მყავდა ასეთი ოჯახში. ბავშვობიდან პრანჭია ვიყავი. რომ ვჭამდი სარკე მედგა წინ. დედა მეჩხუბებოდა რომ ჭამის დროს მაინც გასწიე ეგ სარკეო. ძალიან მაღალ ქუსლზე ვერ დავდივარ, სადღაც ოთხ სანტიმეტრიანი ქუსლი მაცვია.
კონცერტის წინ საჭმელს არასდროს ვჭამ. შუადღეს მივირთმევ, თუმცა საღამოს არა, როცა კონცერტზე მივდივარ არასდროს. მე რაც მიხდება იმას ვიცვამ, რაც არ მომიხდება იმას არ ჩავიცვამ. მოდას არასდროს ავყვები. ჩემთვის კაბებიც კი შემიკერია, რადგან კერვა ვიცოდი.
ჩემი მეუღლე ეჭვიანი იყო ძალიან. სასცენო სამოსზე არასდროს უთქვამს შენიშვნა, უბრალოდ ეჭვიანობდა ხალხზე, რატომ გიყურებენო. კულისებში სულ ვკამათობდით და სცენაზე ერთმანეთს ვუცინოდით. კამათი სულ ეჭვიანობაზე იყო. შეყვარებულობის დროსაც ეჭვიანი იყო, ამიტომ გავშორდი. სიმღერის სიყვარულმა მიბიძგა რომ ცოლად გავყოლოდი. მენანებოდა ჩვენი ურთიერთობა 17 წელი ვიყავით ერთად. მე ეჭვიანი საერთოდ არ ვიყავი. ვფიქრობდი „წავა და ისევ მოვა ჩემთან“ - მეთქი. ისეთი მექალთანე იყო. ცივდება ურთიერთობები ამ დროს. მე სიმღერა მაკავშირებდა მასთან, სიყვარული არც თავიდან ყოფილა და არც შემდეგ. არჩილს ძალიან ტკბილი ხმა ჰქონდა. კარგად შეეწყო ჩვენი ხმები, ამიტომ დიდხანს გავძელით. დაშორების შემდეგ დუეტი ისევ ვიმღერეთ ხოლმე“, - იხსენებს მაყვალა ჩიხლაძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის დეკემბრის ბოლომდე განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება