Digest Logo

„დარბირხარ და უკვე მესამე ცოლზე ფიქრობ, თითქოს საჩემპიონო ქამარი იყოს...“ - ილია თოფურიას ყოფილი მეტოქე აკრიტიკებს

1765886243
ბრაის მიჩელი

UFC-ის მსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელის საკუთარ გვერდზე გუშინ განცხადება გაავრცელა. საუბარი ეხება UFC-ის ჩემპიონის პირად ცხოვრებაში მომხდარ უკანასკნელ მოვლენებს. შეგახსენებთ, აღნიშნული პრობლემის გამო, ქართველმა ჩემპიონმა 2026 წლის პირველ კვარტალში ჩხუბზე უარი განაცხადა.

ილია თოფურიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მისი ყოფილი მეტოქე ბრაის მიჩელი:

„ამ არამ­ზა­და ილი­ამ ქალ­ზე ხელი აწია. ჩვენ­თან ამის გამო მოკ­ლა­ვენ. შენი შვი­ლე­ბის ნახ­ვას არ იმ­სა­ხუ­რებ, რად­გან დე­და­მის­ზე ხელი აწიე. მში­შა­რა ხარ. მო­ი­ნა­ნიე და იესო ქრის­ტეს და­უბ­რუნ­დი. სა­ვა­რა­უ­დოდ ალ­კოჰო­ლუ­რი პრობ­ლე­მა გაქვს. ცო­ლე­ბი ქამ­რე­ბი­ვით არ არი­ან, დარ­ბი­ხარ და უკვე მე­სა­მე ცოლ­ზე ფიქ­რობ, თით­ქოს სა­ჩემ­პი­ო­ნო ქა­მა­რი იყოს. იდი­ო­ტი ხარ.

იცი, მა­მის გა­რე­შე გა­ვი­ზარ­დე. მამა არას­დროს მი­ნა­ხავს. მა­მას ვე­რას­დროს ვნა­ხავ. და იცი რა? მირ­ჩევ­ნია არ ვნა­ხო, ვიდ­რე მა­მა­ჩე­მი დე­და­ჩემს სცემ­დეს. ამის გამო ნამ­დვი­ლი ნა­ძი­რა­ლა ხარ. შენი ძმაც ნა­ძი­რა­ლაა. ვცემ­დი. ბო­ლომ­დე ვცემ. გა­გი­მარ­თლა, რომ ავად ვი­ყა­ვი“, - თქვა ბრაის მი­ჩელ­მა.

თო­ფუ­რია და მი­ჩე­ლი UFC 282-ზე 2022 წლის დე­კემ­ბერ­ში იბ­რძოდ­ნენ. თო­ფუ­რი­ამ მი­ჩე­ლი მე­ო­რე რა­უნდში და­ა­მარ­ცხა.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Bryce Mitchell (@thugnasty_ufc)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის დეკემბრის ბოლომდე განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება

⭕კაკაოს ფხვნილის სასარგებლო თვისებები - არუნ ხათრის რჩევები

⭕რაზე მიანიშნებს თაფლის „დაშაქრება“ და რომელი თაფლია უკეთესი - თხელი თუ სქელი?

წყარო: www.mmaweekly.com