ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მომღერალი, მსოფლიოში აღიარებული პოპვარსკვლავი ჯასტინ ბიბერი და მისი მეუღლე ჰეილი ბიბერი, პირველ შვილს ელოდებიან.
წყვილმა ფოტოსესიიდან კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რითაც გამომწერებსა და გულშემატკივარს ეს სასიხარულო ამბავი აცნობეს.
ჰეილი ბიბერის ფეხმძიმობის შესახებ ჭორები საზოგადოებაში დიდი ხნის წინ გავრცელდა, გამომწერები ხშირად აღნიშნავდნენ ჰეილის თავისუფალი სტილის, დიდი სამოსის მოჭარბებას პაპარაცულ ფოტოებში, ამით ვარაუდობდნენ, რომ იგი ამ ხერხით მუცელს მალავდა.
ჭორები მალევე გამართლდა და მოდელმა ფეხმძიმობა დაადასტურა.
მომღერალმა მეუღლესთან გადაღებული უახლესი ფოტოები instagram-ზე საზოგადოებას გაუზიარა, ამჯერად მოდელი თამამად აჩენს მუცელს და შავ პიჯაკსა და დიდი ზომის ჯინსში, არაჩვეულებრივად გამოიყურება.
View this post on Instagram
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა