
ვატიკანში პაპი ფრანციისკეს გარდაცვალების გამო გამოცხადებული 9-დღიანი გლოვა დასრულდა. კარდინალებმა წმინდა პეტრეს ტაძარში ბოლო სამგლოვიარო მესა აღავლინეს, რის შემდეგაც კათოლიკური სამყაროს ციტადელში კონკლავისთვის ბოლო სამზადისი დაიწყო.
ახალი პაპის ასარჩევად 80 წლამდე ასაკის 135 კარდინალი სიქსტეს კაპელაში შეიკრიბება. არჩევნები დახურულ კარს მიღმა ყოველგვარი კამათისა და საუბრის გარეშე გაიმართება.
რომის 267-ე პაპის არჩევას მსოფლიოს სიქსტეს კაპელის საკვამურიდან ამოსული თეთრი კვამლი ამცნობს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
⭕„კიბოს ვაქცინები უკვე რეალურია, მეცნიერება ახალ ეპოქაში შედის!“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე
🎥 „ეს ქალი არ ბერდება“ - 61 წლის ეკა კახიანი სამ ქალიშვილთან ერთად პოზირებს