
ნიდერლანდელი მხატვრის ვინსენტ ვან გოგის ნახატი - „მოხუცი ქალი თეთრი ქუდით“ ხელოვნებისა და ანტიკვარების ყოველწლიურ გამოფენაზე გაიყიდა. ახალმა მფლობელმა პორტრეტში 4,5 მილიონ ევროდ გადაიხადა.
„ქალი თეთრი ქუდით“ 1884 წლით თარიღდება. ნახატი შესრულებულია ზეთის საღებავით ტილოზე ზომით 63/48 სანტიმეტრი. 1884 წელს მხატვარი ნიდერლანდების ქალაქ ნუენენში ცხოვრობდა.
ნამუშევარი გასაყიდად ამერიკულმა გალერეამ გამოიტანა.
„ახალი მფლობელი კერძო პირია, რომელსაც ევროპის ფარგლებს გარეთ კერძო მუზეუმი აქვს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„შენ მასწავლე, რომ სიყვარული უსასრულოა...“- რას წერს ილია თოფურიას მეუღლე
⭕🎥 „საუკეთესო სამეული“- ნოე სულაბერიძე შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
🎥 „ხვიჩა კვარაცხელიას აქვს უდიდესი შესაძლებლობა და ნიჭი...“ - კახა კალაძე