გერმანიის ავტოკონცერნის, Volkswagen-ის ზარალმა 2026 წლის მესამე კვარტალში 5,82 მლრდ ევრო შეადგინა. ეს თითქმის 5-ჯერ მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
კომპანიის მოგება ივლის-სექტემბერში 6,3 %-ით შემცირდა და 75,3 მლრდ ევრო შეადგინა. გაყიდვა 2,2 მლნ ავტომობილიდან 1,89 მლნ-მდე შემცირდა.
Volkswagen-ის მაჩვენებლების გაუარესების მიზეზებია ერთჯერადი ხარჯები, ჩინეთში მანქანებზე დაბალი მოთხოვნილება, ფასების კონკურენციის ზრდა, აშშ-ის საბაჟო გადასახადები და გაყიდვების საერთო რაოდენობაში ელექტრომობილების წილის ზრდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები იყო Porsche-ს აქციების ზედმეტად შეფასების გამო 6,4, მლრდ ევროს ჩამოწერა. ასევე კონცერნმა ჩინეთის საწარმოების გამო 1 მლრდ ევრო ჩამოწერა, საერთო ჯამში ერთჯერადი ხარჯები მესამე კვარტალში 7,8 მლრდ ევრო შეადგინა.
Volkswagen-ის ხელმძღვანელობა რესტრუქტურიზაციის პროგრამის დახმარებით 31 მლრდ ევროს ეკონომიას გეგმავს. სექტემბრის დასაწყისში კონცერნის სადამკვირვებლო საბჭომ 50 ათასი სამუშაო ადგილის შემცირების პროგრამა დაამტკიცა. მანამდე კიდე 50 ათასი ადგილის შემცირება იყო დაგეგმილი. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება გერმანიაში ოთხი ქარხნის ბედი 2031-დან 2034 წლამდე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა უნდა ვქნათ, თუ ბავშვი შუადღის ძილზე უარს ამბობს? - მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მშობლებს