ყაბარდო-ბალყარეთის ბეზენგის ხეობაში ზვავი ჩამოწვა, რომლის ქვეშ ალპინისტთა ჯგუფი მოჰყვა. ამ დროისთვის ცნობილია 11 ალპინისტის დაღუპვის შესახებ. კიდე 6 ალპინისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ექსპედიციის 6 წევრი დაშავდა. მათ საშიში ზონიდან გამოსვლა საკუთარი ძალებით შეძლეს. მოგვიანებით ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამაშველო ოპერაციაში 56 ადამიანი მონაწილეობს. მაშველების მუშაობას რთული რელიეფი და ახალი ზვავების საშიშროება ხელს უშლის.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე გულგრილობის მუხლით აღძრა. რაიონში ცუდი ამინდის შესახებ განგაშის რეჟიმი მოქმედებდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„კოცნით და შეხებით აი ვირუსი (HIV) არ გადადის...“ - ლევან შელეგია მითების შესახებ
⭕„მამიკოს ჰგავს ძალიან“ - ნახეთ, რა ფოტოს გვიზიარებს ანრი ჯოხაძე
წყარო: newshub.ge