გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა მითის შესახებ უზიარებს ინფორმაციას.
გთავაზობთ მის მორიგ პოსტს, სადაც იგი მითების შესახებ საუბრობს:
„დავამსხვრიოთ ეს მითებიც:
1️⃣ ქოლესტერინის დონეს მაღლა არ წევს ქოლესტერინით მდიდარი საკვები, როგორიცაა კვერცხი. პირველ რიგში აქაც ერიდეთ ტკბილეულს და გაითვალისწინეთ გენეტიკა.
2️⃣ ზოგი შაქრის შემცვლელი არის საზიანო ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით ასპარტამი და სორბიტოლი. ამ ეტაპზე ყველაზე მისაღებად შეგვიძლია ჩავთვალოთ სტევია.
3️⃣ კარიესს, მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიული ინფექციაა, არ შველის ანტიბიოტიკი, არამედ მხოლოდ სტომატოლოგთან მისვლა.
4️⃣ 600 მგ იბუპროფენი უფრო ეფექტურად არ❗️ აყუჩებს ტკივილს, ვიდრე 200 მგ იბუპროფენი, თუ ტკივილი არ არის ანთებითი.
5️⃣ ყავა არ ითვლება შარდმდენად ხშირი მოხმარებისას, რადგან სხეული ეჩვევა ამ ეფექტს.
6️⃣ ფობიების მკურნალობის ერთადერთი საფუძვლიანი საშუალება არის ფსიქოთერაპიაში მათთან ექსპოზიცია, ანუ დაპირისპირება. დანარჩენს უკვე ტვინი თავისით აკეთებს.
7️⃣ ანტიდეპრესანტებმაც იცის შეჩვევა! დანებებისას კი დიდ როლს თამაშობს მოლოდინი: თუ არ ელი ცუდ რეაქციას, დიდი ალბათობით ადვილად დაანებებ. ეს ყველაფერი ყოველთვის მკურნალი ექიმის მეთვალყურეობით!
8️⃣ ბენზოდიაზეპინების (ვალიუმი, ქსანაქსი, ლორაფენი...) ჯგუფი აზიანებს ტვინს ხანგრძლივი მოხმარებისას.
9️⃣ ლიმნიანი წყალი არ ათხელებს სისხლს.
1️⃣0️⃣ კარდიომაგნილი და სხვა სისხლის გამათხელებლების დანიშნულების გარეშე მიღება არ აგარიდებთ ინფარქტს თუ ინსულტს, მაგრამ დიდი ალბათობით გაგიჩენთ სხვა პრობლემებს, მაგალითად სისხლდენებს.
1️⃣1️⃣ კოცნით და შეხებით აი ვირუსი (HIV) არ გადადის, მაგრამ გადადის არასაკმარისად სტერილიზებული სამედიცინო ინსტრუმენტებით.
1️⃣2️⃣ ნაწლავების გაწმენდა არაფერს არ წმენდს, მხოლოდ ანადგურებს უძვირფასეს მიკრობიომს.
1️⃣3️⃣ ვიაგრა არ მოქმედებს სექსის სურვილზე ან აღგზნებადობაზე, ის მხოლოდ მექანიკურად ეხმარება პენისს სისხლით შევსებაში. თან ვიაგრამ შეჩვევა იცის და მერე უვიაგროდ ვეღარ ბედავს ბევრი სექსს.
1️⃣4️⃣ მორფინი არ არის ონკოლოგიური წამალი. ის გამოიყენება ძლიერი ტკივილის დროს ორთოპედიაში, ნევროლოგიაში, გადაუდებელ მედიცინაში და სხვა ბევრ დარგში.
1️⃣5️⃣ მასტურბაცია არ არის არანაირი გადახრა თუ სირცხვილი. პირიქით, ჯანსაღი ადამიანის ბუნებრივი საქციელია.
1️⃣6️⃣ ალუმინი არ იწვევს კიბოს და მისი შემცველი ანტიპერსპირანტები ძალიან ეფექტურად გვიცავს როგორც ოფლისგან, ასევე სუნისგან. საუკეთესო ეფექტისთვის ოპტიმალურია ძილის წინ გამოყენება.
1️⃣7️⃣ ძალიან იშვიათ ანაფილქსიურ რეაქციას მხოლოდ და მხოლოდ ადრენალინი შველის, მეტი არაფერი. არც დექსამეტაზონის ჩიხირთმა და არც ერიუსის ხალადეცი.
1️⃣8️⃣ გეობა გეების ყურებით არ „ვრცელდება”. სიძულვილი, აგრესია კი საკმაოდ ადვილად შეიძლება დაიწყოს მიბაძვით.
1️⃣9️⃣ განათლებული ადამიანები ტენდენციურად უფრო დიდხანს ცოცხლობენ.
2️⃣0️⃣ ქალის ორალურად დაკმაყოფილება არ ტეხს. ხო, არც ცოლის! კი, ცოლიც ქალია! ტეხს ცალმხრივი მინეტი და ღიპიანი პრეტენზიები“, - წერს ლევან შელეგია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მამიკოს ჰგავს ძალიან“ - ნახეთ, რა ფოტოს გვიზიარებს ანრი ჯოხაძე