Digest Logo

ყირგიზეთის სპეცსამსახურებმა ქვეყნის პირველი „კანონიერი ქურდი“ მოკლეს

1696530907
ყირგიზი კანონიერი ქურდი

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა „კოლია ყირგიზის“ სახელით ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი კამჩიბეკ კოლბაევი მოკლეს, რომელიც ამერიკის ხელისუფლებას მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ნარკომოვაჭრეების სიაში ჰყავდა შეყვანილი.

49 წლის კოლბაევი ყირგიზეთში პირველი „კანონიერი ქურდი“ იყო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კოლბაევი ერთ-ერთ რესტორანში მოკლეს. ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის მტკიცებით, მან სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ მოწყობილი სპეცოპერაციისას. 

მედიის ცნობით, კრიმინალურ ავტორიტეტს აშშ-ში საერთაშორისო ორგანიზაცია Братский круг-ის (ძმური წრის) წარმომადგენლად მოიხსენიებდნენ. ასე უწოდებს ოფიციალური ვაშინგტონი პოსტსაბჭოთა სივრცის ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას.

2012 წელს, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კამჩიბეკ კოლბაევი მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ნარკომოვაჭრეების სიაში შეიყვანა.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს 5 მილიონ დოლარამდე ჯილდო ჰქონდა დაწესებული ინფორმაციისთვის, რომელიც კოლბაევის დაპატიმრებას და გასამართლებას გამოიწვევდა და ასევე, მისი ორგანიზაციის ფინანსური სქემების ჩამოშლაში დაეხმარებოდა მათ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔵 „ვიცოდი, რომ მე უფრო მიყვარდა ალასანია“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

🔵 შორენა ბეგაშვილი ამსტერდამში მოგზაურობს - ტელეწამყვანი ახალ ფოტოებს გვიზიარებს

🔵 დაზიანებული ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები - სტიქიამ გურიის რეგიონი დააზარალა