Digest Logo

ზაპოროჟიეს მიტროპოლიტი ლგბტ კინოფესტივალის დიდ პარასკევს გახსნაზე: რელიგიურობა უკრაინაში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რატომ არ ისმის ახლა უკრაინის სულიერი ლიდერების ხმა? მათი დუმილი დამაყრუებელია

1744989983
ზაპოროჟიეს მიტროპოლიტი

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ზაპოროჟიეს მიტროპოლიტი ლუკა კიევში, წითელ პარასკევს ლგბტ ფილმის ფესტივალის გახსნას გმობს. შესაბამისი ინფორმაცია ეკლესიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც მიტროპოლიტი ლუკა აღნიშნავს, წმინდა დღეების შებღალვა არ შეიძლება.

„წითელი პარასკევი არის დღე, როცა მთელი ქრისტიანული სამყარო ადამიანების ცოდვებისგან ხსნისთვის ჯვარზე გაკრულ მსხვერპლს, იესოს იხსენებს. აღდგომა - ეს არის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაული, სინათლის, სიწმინდისა და სიცოცხლის დღესასწაული. ასეთი დღეების გამოყენება ქრისტიანული მორალისთვის მიუღებელი იდეოლოგიის პროპაგანდისთვის არის დიდი უპატივცემულობა არა მხოლოდ მორწმუნეების, არამედ ადამიანის სულიერი ბუნების მიმართ“, - ნათქვამია უკრაინელი მიტროპოლიტის განცხადებაში.

მისი აზრით, აღნიშნული ფესტივალი არის არა ცუდი ხუმრობა, არამედ ღია უმსგავსობა. მიტროპოლიტი სხვა კონფესიების წარმომადგენლებს ხმის ამაღლებისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, კინოფესტივალი, სახელწოდებით Sunny Bunny LGBT დღეს, წითელ პარასკევს გაიხსნება. ის გაგრძელდება შაბათსაც და კვირასაც, აგრეთვე ბრწყინვალე შვიდეულსაც. ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის მიზანია „გახდე უკრაინული და საერთაშორისო ლგბტ საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრი, პოლიტიკურ და სოციალურ წარმომადგენლობაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება“.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

📸„პირველი ჯერისთვის ნორმალურია“ - რუსკა ქარქაშაძემ პასკა პირველად გამოაცხო

⭕როგორ დავამარცხოთ ყოველდღიური ქაოსი? - 8 გასაღები სტრესისგან თავისუფალი ცხოვრებისთვის

⭕რა დაიშვება წითელ პარასკევს ხალხური რწმენით - „თუ ბავშვს ძუძუს ჩამოაშორებთ, ის ჯანმრთელი, ძლიერი და ბედნიერი იქნება...“