Digest Logo

ზელენსკიმ დაასახელა რუსი ჯარისკაცის ვინაობა, რომელმაც 1 წლის უკრაინელი ბავშვი გააუპატიურა

1649794409
ზელენსკი

უკრაინაში რუსი ოკუპანტების მიერ გაუპატიურების ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონები, ბავშვები და ჩვილიც კი.

იდენტიფიცირებულია 1 წლის ბავშვზე მოძალადე პირი - რუსი ჯარისკაცი ბოჩკოვი, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ლატვიის პარლამენტისადმი მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, მან თანამებრძოლებს ვიდეო გაუგზავნა, რომელშიც ძალადობის მომენტია გადაღებული.

„იდენტიფიცირებულია ბავშვის მიმართ დანაშაულის ჩამდენი - რუსი ჯარისკაცი ქალაქ ფსკოვიდან, რომლის გვარიც არის ბიჩკოვი.

გაუპატიურების ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონები, ძალიან მცირეწლოვანი ბავშვები და ჩვილი - ახლა ამაზე ლაპარაკი უბრალოდ საშინელებაა, მაგრამ ეს მოხდა.

ასეთია რუსი ჯარისკაცი, „ბავშვების დამცველი“. ასეთია „სპეცოპერაცია“, რომელიც მოსკოვში დაგეგმეს. ამიერიდან სწორედ ამასთან იქნება ასოცირებული რუსეთის ჯარი და ფსკოველი დესანტები - ჩვილის გაუპატიურება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ყველაფერი იქნებოდა მოსაწონი, რომ არა წამყვანის ძალიან უხერხული მოხსენიება ზოგი ქალისა“ - ბაია პატარაია უკრაინის მხარდასაჭერ კონცერტზე

🔵„კაცების სკამები სცენაზე ცარიელი იდგა, ყველა ომშია - დარბაზში უკრაინელები განუწყვეტლად ტიროდნენ“ - ნათია ფანჯიკიძე

🔵„თევზებში ამ ორი პლანეტის შეერთება ხელს შეუწყობს სურვილების ჩაფიქრებას და განხორციელებას, სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესებას“ - ცაგარელი

წყარო: rustavi2.ge