Digest Logo

„ყველაფერი იქნებოდა მოსაწონი, რომ არა წამყვანის ძალიან უხერხული მოხსენიება ზოგი ქალისა“ - ბაია პატარაია უკრაინის მხარდასაჭერ კონცერტზე

1649746614
ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია უკრაინის მხარდასაჭერ კონცერტს სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ წამყვანის მიერ ქალების წარდგენა უხერხული იყო.

„გუშინ უკრაინის მხარდასაჭერ კონცერტზე აღმოვჩნდი და პროგრამა ძალიან მომეწონა. არანაირი ცუმპა-ცუმპა არ ყოფილა, პირიქით, სწორად შერჩეული იყო რეპერტუარი და პროგრამა. მოკლედ, ყველაფერი იქნებოდა მოსაწონი, რომ არა წამყვანის ძალიან უხერხული მოხსენიება ზოგი ქალისა: ე.ი. ქალების წარდგენისას ორი გამოაცხადა ძალიან ლამაზ ქალად. (უხერხულია) და ერთზე თქვა გაუგებარი და გაუმართავი წინადადება, სადაც უკრაინის საინფორმაციო ომში ჩართულ უკრაინელ ბლოგერ-ინფლუენსერზე თქვა „სუსტი და უმწეო“ გვგონიაო თუ რაღაც.

წამოცდენა, გადაცდენა, არ ვიცი, სულ ერთია რას დავარქმევთ, მაგრამ ერთი - გარეგნობაზე (მათ შორის სილამაზეზე) აპელირება პროფესიონალი ქალის წარდგენისას არის არაეთიკური და ნუ უკრაინელ ქალებზე თუ კიდევ ვინმეს სუსტის და უმწეოს ასოციაცია უჩნდება, არ ვიცი, ან თუნდაც იმის თქმა, რომ ეს ლამაზი ქალები უმწეოები არ არიან, ესეც ძალიან უადგილოა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ სამომავლოდ“, - წერს ბაია პატარაია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რატომ მალავს პუტინი შვილებს - პრეზიდენტის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება

🔵„ამ ცნობილ ფოტოზე ვინ ხედავდით დროშას?“ - ნახეთ რა აღმოჩნდა სინამდვილეში

🔵ფერების ჰოროსკოპი: რა ფერი უხდება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს

🔵🎥 „მირჩევნია სექსის შემდეგ ჭამა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი