უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პირველ ლედის მელანია ტრამპს „პრინცესა ოლგას“ პირველი ხარისხის ორდენი გადასცა. ამის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებაშია ნათქვამი, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
2 ნოემბრით დათარიღებულ ბრძანებულებაში აღნიშნულია, რომ მელანია ტრამპს ჯილდო გადაეცემა უკრაინის ჰუმანიტარულ მხარდაჭერაში შეტანილი მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის, ადამიანის უფლებების დაცვის აქტიური და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინელი ბავშვების, რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული, აგრეთვე უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკანონოდ დეპორტირებული და იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების გადარჩენას.
გარდა ამისა, კიდევ ერთი განკარგულებით ზელენსკიმ უკრაინის პრეზიდენტის „ოქროს გულის“ მედლით დააჯილდოვა აშშ-ის პირველი ლედის სპეციალური უფროსი მრჩეველი მარკ ბეკმანი.
მას ჯილდო გადაეცა უკრაინის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევასა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენისა და ევაკუაციის ღონისძიებების ხელშეწყობაში შეტანილი მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„თქვენ ერთმანეთის იმედი ხართ“ - სოცქსელების ვარსკვლავი ანამარია ბუთიაშვილი იუბილარია
🎥 როგორ აღნიშნა გია ბაღაშვილმა დაბადების დღე - კადრები წვეულებიდან