„მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, დავიცვათ მშვიდობა, გავზარდოთ ეკონომიკა და საქართველო გავაწევრიანოთ ევროპულ ოჯახში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძე საზოგადოებას ნდობისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა ჩვენს საზოგადოებას ნდობისთვის, დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს ასეთი ძლიერი მხარდაჭერისთვის.
წინასწარი შედეგები ცნობილია უკვე, დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ საბოლოო შედეგებითაც გაიმარჯვებს.
მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა მომავალზე, ავიღოთ პასუხისმგებლობა და შევასრულოთ ყველა ის პირობა, რომელიც მივეცით ჩვენს მოქალაქეებს. მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, დავიცვათ მშვიდობა, გავზარდოთ ეკონომიკა და საქართველო გავაწევრიანოთ ევროპულ ოჯახში“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
ცესკოს პირველადი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 52.99%-ით ლიდერობს, ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას კი ჯამში 38.29% აქვს.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ირაკლი კობახიძე: მადლობა ქართველ ხალხს, გამოცდილ და ბრძენ ხალხს თანადგომისთვის