Digest Logo

ფრანგი დამკვირვებელი ალან ჟან მარი: ყველა პროცედურა მიმდინარეობდა გამჭვირვალედ და ამომრჩევლის აქტივობაც მაღალი იყო დილიდან, კმაყოფილი ვარ აღნიშნული პროცესების მიმდინარეობით

1729931653
ფრანგი დამკვირვებელი ალან ჟან მარი

ფრანგმა დამკვირვებელმა ალან ჟან მარიმ საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ყველა პროცედურა გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ამომრჩეველთა აქტივობაც დილიდან მაღალია.

„საარჩევნო უბნები გაიხსნა ყველა წესის დაცვით. ყველა პროცედურა მიმდინარეობდა გამჭვირვალედ და ამომრჩევლის აქტივობაც მაღალი იყო დილიდან. კმაყოფილი ვარ აღნიშნული პროცესების მიმდინარეობით“, - განაცხადა ალან ჟან მარიმ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს აირჩევს.

საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს ამომრჩევლები პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. არჩევნები ელექტრონული წესით წელს საქართველოში პირველად ტარდება. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

საერთაშორისო დამკვირვებელი ჯონ შიმკუსი: აქ ვართ, რომ დავაკვირდეთ მშვიდობიან არჩევნებს, რომელიც იქნება გამჭვირვალე და კანონიერი

ბიძინა ივანიშვილი: ძალიან მარტივი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი - ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს

⭕გენო პეტრიაშვილი: მხარი დავუჭირე ჩემი ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას, ღირსეულ და სტაბილურ განვითარებას