„პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი გუნდს, დიდი მადლობა თითოეულ მხარდამჭერს, თითოეულ თქვენგანს და დიდი მადლობა ქართველ ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ღონისძიებაზე ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ამ გამარჯვების მთავარი ავტორი არის, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი.
კობახიძემ ამომრჩეველს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ამ 12 წლის განმავლობაში არცერთი დღე არ ყოფილა იოლი, მაგრამ ბოლო 4 წელი განსაკუთრებულად რთული იყო, რადგან ბევრი სირთულის გადატანა მოგვიწია ამ წლების განმავლობაში და, რა თქმა უნდა, ვერცერთ წარმატებას ვერ მივაღწევდით, რომ არა ქართველი ხალხის დგომა მის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად.
მადლობა ქართველ ხალხს, გამოცდილ და ბრძენ ხალხს თანადგომისთვის. მადლობა ერთად დგომისთვის. ამ გამარჯვების მთავარი ავტორი არის, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი. მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე მოვიდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა მშვიდობას, მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის ნამდვილად ნათელ და ევროპულ მომავალს“, - აცხადებს პრემიერი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: