
მეტაფიზიკოსი, ოკულტისტი და ესოტერიკოსი მალხაზ გველუკაშვილი, რომელიც ხშირად გამოდის ტელე და ონლაინ გადაცემებში, ყოველთვის საუბრობს მეტაფიზიკაზე, ალტერნატიულ ცოდნაზე, ისტორიასა და ადამიანური ყოფის მისტიკურ მხარეებზე.
გველუკაშვილი ხშირად აკეთებს პროგნოზებსა და განმარტებებს საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ პროცესებზე, რაც მედიაში ინტერესსა და დისკუსიას იწვევს.
მისი საჯარო იმიჯი მჭიდროდ არის დაკავშირებული ეზოტერიკულ და ოკულტურ თემებთან.
იგი ამჯერად ტელეკომპანია „PKTV-ს“ სტუმარი იყო, სადაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა:
„ეს არის ეპოქის დასასრულის პერიოდი დედამიწაზე. ახასიათებს გარკვეული ციკლურობა, ყველაფერი იწყება ქაოსით და მთავრდება ქაოსით. ჩვენ ახლა ვართ ქაოსის დროში. როგორც ხედავთ, ე.წ. წინასწარმეტყველებები იმეორებს ერთმანეთს, ახალს არაფერს ამბობს.
ის რაც უკრაინაში დაიწყო, ტელევიზიით მე ვთქვი 2021 წელს. ეს კი ჯერ არ არის დასრულებული, ევროპაში იქნება დიდი ამბები, რადგან ევროპა დაიშლება, დამთავრდება. ევროპა სრული დეგრადაციისკენ მიდის, იგივე ბედი ელის ამერიკას. როცა ეს მოთავდება, მერე დაიწყება რუსეთშიც.
არაფერ შუაშია გადანაწილება, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. ვამბობდი, 2027 წლიდან დაიწყება დედამიწის ღერძის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემები.
ვცხოვრობთ საშინელ პერიოდში, რომ ვსაუბრობთ ლიბერალურ ფაშიზმზე, ეს წინა საუკუნის დასაწყისში დაიწყო და არა ახლა, ყველას ავიწყდება მარქსიზმი, ტროცკიზმი. ფილმი ვნახე, სადაც ლანა ღოღობერიძე თამაშობს და მაგას ავიწყდება, რომ მამამისი რეპრესიებს ატარებდა და მის რეპრესიებს შეეწირა ჩემი ბაბუა. ჩემი დიდი ბაბუა კი ეკლესიის ეზოში დახვრიტეს.
ესენი ყველა იმ ლიბერალების შვილები არიან, იმავეს რომ აკეთებენ. ახალი არაფერია, ეს იდეოლოგიაა, რომელიც 19-ე საუკუნეში დაიწყო. არავინ ფიქრობს, რატომ თქვა ნიცშემ - „ღმერთი მოკვდაო“. ამას წინ უძღოდა დარვინიზმი. ადამიანებს უთხრეს, რომ ღმერთი არ არსებობს, შენ მაიმუნი ხარო და დაიჯერა, გახდა მაიმუნი. მწუხარებით გითხრა ნიცშემ, ადამიანში მოკვდა ღმერთიო. ქრისტე ამბობს, მამაში ვარ, მამა ჩემშია და თუ თქვენ მე დამიჯერებთ, თქვენც მამაში და მამა თქვენში იქნებაო.
დაიწყეს ადამიანების მასიური დაზომბირება, ამან გარკვეულ ზენიტს მიაღწია პირველი მსოფლიო ომის მერე, როდესაც მეცნიერების გადაკეთება დაიწყეს. დრო და სივრცის თეორია, კოზირევის თეორია - ფანტასტიკურია, თუმცა ეს ყველაფერი გვავიწყდება და ეს შენი ეთერული ფიზიკა იკრძალება. შემდეგ წავიდა ფიზიკა არასწორი გზით, რატომ? რადგან ის მატერიალური უნდა გაეხადათ, ბოლომდე დაემიწებინათ.
ადამიანის ზომბირება იწყება ბავშვობიდან, ოჯახიდან, რატომ? ჩვენ გავიზარდეთ თაობაში, რომელსაც აღარაფრის სჯეროდა და აღარაფერი იცოდა, რადგან უთხრეს, რომ სამყაროში არაფერი არსებობს გარდა ამ მატერიისა.
სკოლაში აქტიურად ასწავლიდნენ მატერიალიზმს და ათეიზმს.
რამდენი ტყუილი გვასწავლეს? თუნდაც ის, რომ ჯორდანო ბრუნო დაწვეს იმის გამო, რომ თქვა დედამიწა ბრუნავსო. არ უთქვამს ჯორდანო ბრუნოს ის მაინც ბრუნავსო, ეგ რომ ითქვა, 16 წელი იყო გასული და აღიარებულიც იყო, მერე დაწვეს ჯორდანო. სინამდვილეში ის დაწვეს წიგნისთვის, სადაც პარალელურ სამყაროებზე ლაპარაკობს. იმაზე, რაზედაც დღეს კვანტური ფიზიკა საუბრობს. ბევრი რამე მოგვატყუეს.
დროის ფაქტორი დღემდე განუმარტებელია. დრო როგორც განზომილება ისე აქვს ხალხს გაგებული. რიტმი განზომილება ვერ იქნება, რიტმი ენერგიაა, რასაც თავისი კანონები აქვს.
ამ ყველაფერს თავში ანგლოსიონისტური სამყარო უდგას ახლა, მაგრამ მაშინ სიონისტები ედგნენ. მოგვატყუეს ყველა ფეხის ნაბიჯზე, მერე შექმნეს თალმუდი, გაჰყვნენ მას და რომ ჰკითხო ღვთის რჩეული ერია. იცით რას ამბობს იაჰვეზე ქრისტე? ფილიპეს სახარებაში ამბობს, ეს მოჯანყე ანგელოზიაო, გესმით? ვინ იყო მოჯანყე ანგელოზი? ეშმაკი. ლუციფერი მერე შეარქვეს.
ჩვენ ყველაფერი გადაგვიკეთეს, ისტორიის ჩათვლით. ესეც ზომბირებისთვის სჭირდებათ, ადამიანს ფესვები უნდა მოაჭრა თუ გინდა გახმეს.
განათლების სიკვდილი დაიწყო 50-იანი წლებიდან. რაც უფრო დაბალია განათლების დონე, მით უფრო მორჩილებაშია ადამიანი, პირველი რაც იყო, ადამიანებს სიკვდილის შიში გაუჩინეს, ეს დაიწყო მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ფრანგული იდეაა“, - ამბობს მალხაზ გველუკაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕3 ოქტომბერს ღიმილის მსოფლიო დღეა
⭕მოსალოდნელია ძლიერი ქარი! - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს