
„ადამიანები მიყვებიან რა არჩეულ რელიგიას, სწავლებას, მოძრაობას, გაჩერდებიან ხოლმე. მიიჩნევენ, რომ მწვერვალზე ავიდნენ, რეალობაში რომ ასე იყოს, მაშინ მწვერვალიდან ხედი, სივრცე და თავისუფლების შეგრძნება მოგიცავდა და არა დაცემის, განადგურების შიში, ცოდვილობის და არარაობის“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პიროვნული ზრდის სამყაროს სპეციალისტი, თამარ კვარაცხელია წერს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
მისი თქმით, სხეულს ვერ მოატყუებ - ის ყოველთვის გულწრფელია და ის ძალიან მძაფრად და შეუცდომლად რეაგირებს გარემოზე:
„რამდენადაც ღია ვართ ახალი რაღაცების მიმართ, მით მეტად მოქნილია ჩვენი გონება და მზად ვართ ცნობიერების ცვლილებისთვის.
თუ ჩვენს ცხოვრებაში დღეს ვხედავთ მანიკიერებებს, ეს შედეგია, ჩვენს ცნობიერებაში არსებული გაუცნობიერებელი ალგორითმების, რომელმაც მიგვიყვანა და შეგვიქმნა ეს მანკი. ეს თემა შემთხვევით არ დაიბადა.
ამასწინათ პოსტი დავდე, რომელსაც დიდი გამოხმაურება ხვდა წილად. საერთოდ არ მეგონა თუ ვინმე კითხულობდა ჩემს გვერდს 20-50 ერთგული მკითხველების გარდა და ამ კონკრეტულმა ინფორმაციამ იმდენი გაუცნობიერებელი პროგრამები ამოყარა ხალხში, ვკითხულობდი და ვფიქრობდი თუ რა შინაგანი შეხედულებები განაპირობებდა ამა თუ იმ რეაქციას (კვლევა და ანალიზი, დაკვირვება იყო შეურაცხყოფების, ცინიზმის და ა.შ, პასუხად ჩემგან. „ნულოვანი“ ველიდან).
თავად ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ მოვიდა ჩემამდე, მაგრამ მაშინ არ ჩავთვალე საჭიროდ მომეწოდებინა ღიად მკითხველისთვის, ახლა თავისუფლად გავხდი მისი გამტარი და მიუხედავად იმისა, რომ ამ პოსტის თავში მკითხველს ვთხოვდი არ შეეწუხებინა თავი და დაეძაბა საკუთარი ტვინის ნეირონები კომენტარებში (თუ ვერ გაიგებდა რა ხდება), მაინც მათმა 3დ კონსტრუქტორებთან ბმამ იმდენად რამ გამიშიშვლა, სერიალის ყურება გამომივიდა და ჩავთავლე, შიგადაშიგ გავაზიარო/გავაშუქო ხოლემე, რათა მოხდეს "ზოგიერთის" ოდნავი მაინც შეფხიზლება. დღესდღეობით ბევრს ვსაუბრობთ ცნობიერების შეცვლის აუცილებლობაზე.
ვსაუბრობ იმიტომ, რომ ეს აუცილებელია ჩვენი არსებობის სხვა განზომილებებში, სხვა სიხშირეებზე გადასასვლელად. ცნობიერების შეცვლაზე საუბარი, სულიერი პრაქტიკების გარეშე, უბრალოდ წყლის ნაყვაა.
მოდი ჩავშალოთ, რას ნიშნავს ცნობიერების შეცვლა?
როგორ შეგვიძლია მისი შეცვლა და რა არის ამისთვის საჭირო?
მრავალი წლის განმავლობაში კომუნიკაციის დროს ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ გზას ეძებენ და მათ წრეში ყოფნისას, გარდაუვალად ვაკვირდებოდი იმას, რასაც ადამიანები სულიერ გზად მიიჩნევენ.
ერთხელ, ადრეულ ახალგაზრდობაში (2000 წ), ეკლესიაში მამო ქადაგებდა „აღსასრული დამგარია და აგერ უკვე დასრულდება ყველაფერი“, მაშინ ჩემში ჩაღვრილმა დესტრუქციამ და ჩიხის შეგრძნებამ, ჩემი სულიერების ზრდა საერთოდ გააჩერა და მოგვიანებით ალტერნატიული გზების ძიების მექანიზმი ჩართო.
ადამიანები მიყვებიან რა არჩეულ რელიგიას, სწავლებას, მოძრაობას, გაჩერდებიან ხოლმე, მიიჩნევენ რომ მწვერვალზე ავიდნენ, რეალობაში რომ ასე იყოს, მაშინ მწვერვალიდან ხედი, სივრცე და თავისუფლების შეგრძნება მოგიცავდა და არა დაცემის, განადგურების შიში, ცოდვილობის და არარაობის (ასეც რომ იყოს)...
მადლობა იმ პერიოდს, რადგან გავხდი მაძიებელი და „გავედი და სად გავედი“ და ეს კარგია რადგან, გადიხარ საკუთარი თავის შექმნის ან გათავისუფლების მორიგ ეტაპებს, ახალ და ახალ შრეებს.... მოკლედ, გადიხარ და ადგები ევოლუციის გზას. გამოსავალი არის ყოველთვის, ზრდა გრძელდება მუდმივად , სანამ არ გაერთიანდები ერთში და თავად არ ხდები ის ერთი... შემდეგ, საწის „ლეველიდან-ლეველამდე“. დიახ, ვიცი, ზოგიერთი ფიქრობს ახლა: ყველას თავისი დონე აქვს, ყველას თავისი გზა აქვს ამ დონის შესაბამისად და ა.შ. და ამ საკითხში ვეთანხმები. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ ცნობიერების რომელ დონეზეც არ უნდა ვიყოთ, გზის რომელ სეგმენტზე, ცნობიერების რომელ წერტილში არ უნდა მოვხვდეთ, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა ვეცადოთ, რომ ვერტიკალურად (ზემოთ და ქვემოთ) გადავინაცვლოთ ჩვენი კვეთის წერტილი. უფრო სწორედ, რა პოზიციაც არ უნდა გვქონდეს, ჩვენ უფრო მაღლა და უფრო ღრმად ვეცადოთ შევიდეთ, რადგან ამ დროს, უფრო ყოვლის მომცველად ვხედავთ, უფრო ვფართოვდებით.
ამისთვის ძალისხმევა აუცილებელია: იმ ზღაპრისა არ იყოს მიუნჰაუზენი თმებით საკუთარ თავს მაღლა რომ ასწევს. ზღაპრები კიდევ სხვა თემაა; ისინი უნდა წაიკითხოთ გაცნობიერებულად ან თუნდაც ნახევრად ცნობიერ მდგომარეობაში მაინც. გაცილებით მეტს დაინახავთ, ვიდრე ბავშვობის მოგონებებიდან შემოგრჩათ.
დავუბრუნდეთ რა არის საჭიროა ცნობიერების შესაცვლელად. ეს მართლაც მარტივია. თქვენ უნდა იყოთ ღია.
მოემზადოთ ზემოთ ასასვლელად - სრული ნდობით, ეჭვგარეშე, როგორც ინტერესით აღსავსე ბავშვები. სიხარულს განცდით, როგორც ბავშვები ბედნიერებისგან რომ უბრწყინავთ თვალები, როდესაც რაღაც ახალს სწავლობენ! მათი ენერგეტიკული არხები ღია და ნათელია. და ჩვენც იგივე გვჭირდება, თუ სულიერი ცოდნის გზა ავირჩიეთ:
გახსნილობა ენერგიის მიმართ ნდობა. და... სიცარიელე, განთავისუფლება ძველისგან, მოძველებული „ცოდნისგან“
- თავისუფალი სივრცეა შესაქმნელი შინაგან სამყაროში ახლის აღქმისთვის. ახალი ინფორმაციის/ცოდნის და თვითშეცნობის პრაქტიკული მეთოდია:
- მოუსმინეთ თქვენს სხეულს.
რადგან გონებას შეუძლია ტყუილის დაჯერება ან არასწორად გაგება.
მაგალითად, გრძნობები და ემოციები შეიძლება დაემორჩილოს ავტორიტეტს;
სხეულს კი ვერ მოატყუებ - ყოველთვის გულწრფელია და ის ძალიან მძაფრად და შეუცდომლად რეაგირებს გარემოზე. ამისთვის საჭიროა უბრალოდ, ისწავლოთ მისი მოსმენა და გაზარდოთ მგრძნობელობა. მაგალითად, დიდი ხნის წინ შევნიშნე, როგორ რეაგირებს ჩემი სხეული ტყუილზე, სიცრუეზე - ნებისმიერ დესტრუქციულ მოვლენაზე: ჯერ უჯრედების დონეზე მოწყენილობის გრძნობა მიჩნდება, შემდეგ კი ჩემი სხეული თითქოს იკუმშება და პატარავდება.
ფაქტია, რომ დღეს ახლა ინფორმაციის ოკეანეში ვცურავთ, ზღვაც კი არ არის - ოკეანეა. და ბევრი ჭეშმარიტი ინფორმაცია მრუდდება. სწორედაც, რომ ამ ოკეანეში ჭეშმარიტების ასარჩევად, თვითონ უნდა ვიყოთ ჭეშმარიტებასთან ჰარმონიაში, მისი სიხშირე საკუთარ თავში გადავიტანოთ. ამიტომ, მაღალი ხსირიანი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა, არხის მუდმივი სიწმინდე, ნდობა და გახსნილობა ღვთიურის, უმაღლესის, არა შეწინააღმდეგება, არამედ მიღებული ჭეშმარიტი ცოდნის ენერგიებზე მიმაგრება - ეს, მხოლოდ პრაქტიკით და საკუთარ თავზე მუშაობით არის შესაძლებელი.
ასე რომ ჩემო უცნაური/ცნობილო პროგრამებო, თუ არ აპირებთ, თქვენი ვიბრაციების მაღალ სიყვარულის ენერგიებში გადაყვანას, ინფორმაციას რომელსაც მიიღებთ იქნება, თქვენგან გაგებული სწორედ იმ ცნობიერების შესაბამისი რაზედაც იმყოფებით, თქვენთან ვერ გამოვლენ კონტაქტზე მაღალი ვიბრაციებზე მყოფი ღვთიური არსებები (განა აქ რჩეულობა ან ჩამორჩენილობა რამე შუაშია, ერთმა დაწერა კომენტარში), რადგან თავად არ იმყოფებით მათ ცნობიერებაზე და დაინახავთ მხოლოდ იმ 3დ ჰალოგრამულ შიშიის მომცველ სცენარებს, რასაც გასცემდით კომენტარებში და სადაც შეგიძლიათ მთელი თქვენი ტალანტით რეალიზდეთ ძველი ცნობიერებით, სიამოვნებით გელოდებათ 3დ ველი თქვენი ღვთიურ ენერგიებზე მონადირე პროგრამები.
რა ვიცი, მნიშვნელოვნად ჩავთვალე ამ ინფორმაციის თქვენამდე მოტანა. ბოდიში, პირადში ბევრი შეტყობინება შემოვიდა და არ/ვერ გიპასუხეთ, დროის სიმცირის გამო.
გაიხსენით, ძვირფასო სულებო, გაიხსენით! გაიხსენეთ თქვენი ღვთიურობა!
დროულად და დროზე შემოუშვით ახალი სამყაროს ენერგიები. მაშინაც კი, თუ არ იცით ან არ წარგიდგენიათ, როგორია ის. დააკვირდით თავს, თქვენს აზრებს, რეაქციებს, ქმედებებს, და ემოციებს. რას გრძნობთ, რა დგას ამის უკან, რა პროგრამა გაიძულებთ ასე იყოთ, ეს იფიქროთ, იგრძნოთ და რეაგირდეთ?
გამოდით ჩარჩოებიდან, რომლის კონტექსტიც ილუზიაა, თანაც ძალიან დიდი! გამოფხიზლების დროა!
ასწიეთ პატიებით, მირებით, ნდობით ენერგია, მადლიერებაზე, სიხარულზე სიყვარულზე და მერწმუნეთ ჭეშმარიტად, დასამუნჯებლად ლამაზი ღვთიური კეთილდღეობის პორტალი გაიხსნება თქვენს წინაშე...
და თქვენ თვითონ შეგიძლიათ ნახოთ ეს, თუ თქვენი შინაგანი ხედვის თვალებით - თქვენი სულის თვალებით - რეზონირდებით ღვთიურ რასთან.
სხვა მხრივ ნახავთ მხოლოდ შიშს და გაუგებრობას 3დ სცენარებს „კოკასა შიგნით ....“. სიკეთით, მადლმოსილთ, ღვთიური სიყვარულით და ნდობით გვევლოს!
ამ ეტაპზე, ვინც არ იცის საიდან, როგორ და რით დაიწყოს, ისწავლოს როგორ იმუშაოს თავზე, როგორ შექმნას საკუთარი სამყარო. შემოგვიერთდით, ვიწყებთ სულ თავიდან“, - წერს თამარ კვარაცხელია.
ასევე დაგაინტერესებთ: