Digest Logo

დავით კვინიკაძემ ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობა დატოვა

1747209111
დავით კვინიკაძემ ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობა დატოვა

„დავით კვინიკაძემ ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობა დატოვა და მუშაობას რეგიონული განვითარების სამინისტროში განაგრძობს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მან დავით კვინიკაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„დათო არის ღირსეული და პროფესიონალი ადამიანი. იგი 2015 წლიდან შემოუერთდა ჩვენს გუნდს, ვაკის გამგეობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, რაიონის გამგებლის თანამდებობას კი 2021 წლიდან იკავებდა. ბევრი კარგი პროექტი აქვს ჩვენთან ერთად განხორციელებული. დარწმუნებული ვარ, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მიიღო, მომავალ საქმიანობაში გამოადგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„კიდევ ერთ ოცნებას ავიხდენ, მსუბუქი წონის ჩემპიონი გავხდები! სამწუხაროა, რომ მახაჩევი გაიქცა!“ - ილია თოფურია VS ჩარლზ ოლივეირას ბრძოლა ჩაინიშნა

⭕საზოგადოებისთვის რადიკალურ აქციაზე დგომის მოწოდების პარალელურად მომღერალი, ნუცა თოფურია საფრანგეთში ისვენებს - ფოტოები

⭕„სადაც არ უნდა იყო, დედა, მინდა იცოდე: შენ ჩემთვის რჩები სიყვარულის სახედ, შენ ხარ ჩემი ყველა ლამაზი ფიქრის დასაწყისი“ - გიორგი შალვაშვილი გარდაცვლილ დედას