Digest Logo

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ

1739804398
ჰოროსკოპი

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:

17 თებერვალი

ამ დღეს მნიშვნელოვანია, თქვენს ინტუიციას მოუსმინოთ და პირადი საზღვრები დაიცვათ. შესაძლოა, მოულოდნელი ნიშნები მიიღოთ, რომლებიც პრობლემების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ და შეცდომებისაგან გიხსნით. მოუსმინეთ საკუთარ შინაგან ხმას. ის სწორ გადაწყვეტილებებამდე აუცილებლად მიგიყვანთ. 

18 თებერვალი

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს მოვლენები ისე განვითარდება, რომ ცვლილებებს ვეღარ გადაავადებთ. იგრძნობთ, რომ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სიახლეები გარდაუვალია. შესანიშნავი დღეა შემოქმედებითობისა და თვითგანვითარებისთვის. ამიტომაც, შეგიძლიათ, დაიწყოთ რაიმეს შესწავლა ან არსებული ჰობის განვითარება.

19 თებერვალი
 
ეს დღე ადამიანებს იღბალსა და სასიხარულო ამბებს მოუტანს. სასიამოვნო შეხვედრები, წარმატებული მოლაპარაკებები, გეგმების ზუსტად შესრულება, სიურპრიზი - როგორც ასტროლოგები ამბობენ, ახლა თითოეულ ადამიანს გამართლებისა და წარმატების მიღწევის დიდი შანსი აქვს.

20 თებერვალი

ამ დღეს შესაძლოა, საქმიან და პირად ურთიერთობებში სირთულე შეგხვდეთ და ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც დაგეგმეთ. ამიტომაც, ჯობს, ყურადღება გამოიჩინოთ და არსებულ ვალდებულებებზე კონცენტრირდეთ. ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ამ დღეს ახალი საქმეების წამოწყება არ დავგეგმოთ, ვიზრუნოთ პრობლემის მოგვარებასა და შეცდომების გაანალიზებაზე.

21 თებერვალი

აღნიშნულ დღეს შესაძლოა, უენერგიობა და უმოტივაციობა იგრძნოთ. შესაბამისად, იმ საქმეების შესრულებაც კი, რომლებსაც უპრობლემოდ აკეთებდით, გაგიჭირდეთ. ნუ შეგეშინდებათ, ემოციურად რთული პერიოდი მალე გაივლის. დღე კი საკუთარ თავს დაუთმეთ. მიმართეთ მედიტაციას, გაისეირნეთ, მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას, დაკავდით სასურველი აქტივობებით და მოტივაციას კვლავ იპოვით.

22 თებერვალი

ამ დღეს, მნიშვნელოვანია, სხვების მოსაზრებასაც მოუსმინოთ და პირად და კოლექტიურ ინტერესებს შორის ბალანსი იპოვოთ. კომუნიკაციისათვის შესანიშნავი დღეა. ამიტომაც, თუკი ვინმესთან დალაპარაკებას გეგმავდით და აქამდე ვერ ახერხებდით, შეგიძლიათ აღნიშნული დღის ენერგია გამოიყენოთ. იყავით გახსნილი და შეეცადეთ, არა მხოლოდ გააზიაროთ ცოდნა, არამედ სხვა ადამიანებისგანაც ისწავლოთ.

23 თებერვალი

ძალიან დიდ ენერგიას იგრძნობთ, რაც დაგეხმარებათ, დაბრკოლებები გადალახოთ და ის საქმეებიც კი, რაც აქამდე განსაკუთრებით გერთულებოდათ, მარტივად შეასრულოთ. გამოიყენეთ ეს ძალა გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოსაჩენად.

ასევე დაგაინტერესებთ:

„გთხოვთ, ყვავილები შეიტანოთ აივნებიდან სახლში... ამინდი მკვეთრად გაუარესდება“ - კობა ფარტენაძის გაფრთხილება

„კიდევ ერთი უდროოდ ჩამქრალი სიცოცხლე...“ - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

🎥 ყველაზე სახიფათო დედამთილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - როგორი რძალი იქნები ასტროლოგიური თვალსაზრისით

წყარო: www.beaumonde.ge