
მსახიობი ზურა ბერიკაშვილი 16 თებერვალს 56 წლის გახდებოდა. იგი 55 წლის ასაკში, 2024 წლის 13 სექტემბერს გარდაიცვალა.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მსახიობი სამედიცინო დაწესებულებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
იგი მარჯანიშვილის თეატრის გამორჩეული მსახიობი იყო. თეატრალური სპექტაკლების გარდა, ზურა ბერიკაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული კინოფილმებსა და სატელევიზიო სერიალებში.
ზურა ბერიკაშვილი მსახიობ ანკა ვასაძემ სოციალურ ქსელში გაიხსენა:
„ბერიკიტო იყო, არის და მუდამ იქნება ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე გამორჩეული ადამიანი.
თავის სიკეთით, ნიჭიერებით, მზრუნველობით, სიმართლით და უანგარო სიყვარულით! მადლობელი ვარ ამ ცხოვრების, რომ შენთან შემახვედრა და შენს მეგობრად მაქცია. განსაკუთრებით გვიფრთხილდებოდა ახალგაზრდებს თეატრში თუ თეატრს გარეთ. სპეკტაკლის ბოლოს წინ გვიშვებდა ისე, რომ გვერიდებოდა კიდეც. მის გარეშე, მისი მოგონების გარეშე არ ყოფილა არც ერთი დღე 2023/12/30 - ის მერე! ყოველ დღე ჩვენს გულში და ფიქრში ხარ და უბრალოდ მადლობელი ვარ ამ ცხოვრების, რომ შენ შეგხვდი“, - წერს ანკა ვასაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„კიდევ ერთი უდროოდ ჩამქრალი სიცოცხლე...“ - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს