
„ნებისმიერი პირი, იქნება ეს გახარია თუ სხვა ოპოზიციური ლიდერები, ვალდებულები არიან, გამოცხადდნენ პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის წინაშე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.
მისი თქმით, არის კონკრეტული კითხვები, რომელსაც სვამს საგამოძიებო კომისია და გარკვეულ პირებს არ აქვთ პასუხები ამ კითხვებზე. აქედან გამომდინარე, ისინი თავის არიდებას ცდილობენ.
„საგამოძიებო კომისია შექმნილია პარლამენტის მიერ და შესაბამისად, ნებისმიერი პირი, იქნება ეს გახარია თუ სხვა ოპოზიციური ლიდერები, ვალდებულები არიან, გამოცხადდნენ პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის წინაშე. სხვა შემთხვევაში, სამართლებრივი ფორმები იქნება მიღებული. თუ რატომ არ ცხადდებიან, საზოგადოებისთვის ნათელია. არის კონკრეტული კითხვები, რომელსაც სვამს საგამოძიებო კომისია და მათ არ აქვთ პასუხები ამ კითხვებზე. აქედან გამომდინარე, ცდილობენ თავის არიდებას“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტში ხვალ, 14 აპრილს, დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება, რომელზეც დაბარებულია გიორგი გახარია. კომისიის წევრებს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან და ყოფილ პრემიერთან თანამდებობებზე ყოფნის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. საუბარია მათ შორის 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ
🎥 „გამორჩეულად კარგები ხართ“ - ნანუკა გუდავაძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს
🎥 „დაილოცოს თქვენი მამაშვილობა“ - ნახეთ, როგორ ერთობა ბუდუ ზივზივაძე შვილთან ერთად