Digest Logo

ირაკლი კობახიძე: გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე მომხდარი უმძიმესი აქტი იყო - ამ დანაშაულში მიხეილ სააკაშვილისა და გია ლორთქიფანიძის კვალის გამოკვეთა დამაფიქრებელია და გამოძიების განსაკუთრებული ინტერესის საგნად უნდა იქცეს

1728718655
ირაკლი კობხიძე

„ბრალდებულმა დარჩო ხეჩუაშვილმა მიცემული ჩვენებით დაადასტურა, რომ მან 2016 წელს დავალება გივი თარგამაძის თვალთვალის შესახებ მიხეილ სააკაშვილისა და გია ლორთქიფანიძის ჩართულობით მიიღო“,- ამის შესახებ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, პირმა, რომელიც 2016 წელს წინასაარჩევნოდ უმძიმესი პროვოკაციის მოწყობაშია ბრალდებული და არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე ე.წ. მწვანე საზღვარი გადმოკვეთა და საქართველოში უკანონოდ შემოსვლას გეგმავდა, გონივრული ვარაუდია, რომ ასეთ ნაბიჯზე მხოლოდ შანტაჟის და ანალოგიური დავალების შესრულების მოთხოვნის პირობებში შეიძლება წავიდეს.

„შეგახსენებთ, რომ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება, რაც, საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე დასრულდა, იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე მომხდარი უმძიმესი აქტი, რომელიც, მაღალი ალბათობით, არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას ისახავდა მიზნად. ამ დანაშაულში მიხეილ სააკაშვილისა და გია ლორთქიფანიძის კვალის გამოკვეთა დამაფიქრებელია და გამოძიების განსაკუთრებული ინტერესის საგნად უნდა იქცეს. დაგვეთანხმებით, უცნაურია, რომ პირმა, რომელიც 2016 წელს წინასაარჩევნოდ უმძიმესი პროვოკაციის მოწყობაშია ბრალდებული და რომელსაც საქართველოში 18-წლიანი პატიმრობა ემუქრება, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე ე.წ. მწვანე საზღვარი გადმოკვეთა და საქართველოში უკანონოდ შემოსვლას გეგმავდა. გონივრულია ვარაუდი, რომ ასეთ ნაბიჯზე ადამიანი მხოლოდ შანტაჟის და ანალოგიური დავალების შესრულების მოთხოვნის პირობებში შეიძლება წავიდეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, თავი შეიკავონ პროვოკაციების დაგეგმვისგან... ნებისმიერ პროვოკაციას სახელმწიფოსგან უმკაცრესი პასუხი გაეცემა“ - ირაკლი კობახიძე

⭕ოთარ კაკაბაძე - „წაგებას მხოლოდ მოედანს ვერ დავაბრალებთ“

⭕„კვარაცხელია იქ თამაშობდა, სადაც ჩვენთვის უკეთესი იყო“- უკრაინის მწვრთნელი