Digest Logo

ბიძინა ივანიშვილი: ძალიან მარტივი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი - ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს

1729925943
ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე ხმა მისცა. იგი ხმის მისაცემად მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა.

ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას მიმართა და მოუწოდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. 

„მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ მოვიდნენ არჩევნებზე. არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი - ან ჩვენ ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს სამშობლოს, იზრუნებს სამშობლოზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს. წლევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, რომელიც შეუძლია მყისიერად დაავალოს აგენტურას, თუ ჩვენ მოვახერხებთ და მათ ავირჩევთ. სამეზობლოში ომია. იმ ქვეყანას, რომელიც მართავს აგენტურას და რომელიც დღეს სამწუხაროდ პოლიტიკაშია, სასწრაფო დავალება აქვს, რომ როგორმე საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში. გარწმუნებთ, ამას არ დასჭირდება დიდი დრო, ეს მოხდება მყისიერად და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ, მივიღებთ კატასტროფას და ქვეყნის ნანგრევებს.

ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ არჩევნებით, რომ პოლიტიკა გავასუფთაოთ კრიმინალებისგან, ხარისხობრივად მივიღოთ ახალი საზოგადოება, სადაც არ იქნება ასეთი ანტაგონიზმი, სიძულვილის ენა, პოლარიზაცია. პოლარიზაციის საფუძველი გახლავთ სწორედ ის, რომ ერთი ნაწილი პოლიტიკოსების ცდილობს და ზრუნავს ქვეყანა სამშვიდობოზე გაიყვანოს, მეორე ნაწილი, რომელიც უცხოურ აგენტურას ემსახურება, ცდილობენ იმას, რაც აინტერესებს უცხო ქვეყანას. ეს ინტერესი დღეს გამოიხატება მხოლოდ იმ ომში, რომელიც სამეზობლოში მიმდინარეობს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.  

შეგახსენებთ, დღეს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს აირჩევს.

საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს ამომრჩევლები პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. არჩევნები ელექტრონული წესით წელს საქართველოში პირველად ტარდება.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕გენო პეტრიაშვილი: მხარი დავუჭირე ჩემი ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას, ღირსეულ და სტაბილურ განვითარებას

⭕პრემიერი: როცა იყო მოწოდებები მეორე ფრონტისკენ, ეს ოპოზიციიდან არავის გაუპროტესტებია - ერთადერთი, ვინც აპროტესტებდა, იყო „ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ ერთადერთი, ვინც იცავდა ამ ქვეყნის მშვიდობას, იყო „ქართული ოცნება“

⭕ლაშა ტალახაძე: ხმა მივეცი საქართველოში მშვიდობას, ერთობას და ჩვენი შვილების კეთილ მომავალს