Digest Logo

„მარსი რეტროგრადული იქნება, ფაქტობრივად, თებერვლის ბოლომდე, თუმცა, საქართველოს ნათალურ ჩარტში მას პიკური სურათი მაინც იანვრის შუა რიცხვებამდე აქვს, დეკემბერი ნამდვილად კრიზისულია“ - რას წერს ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე

1733650351
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.

ამჯერად გიორგი ლობჯანიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და საზოგადოებას მიმართავს:

„ახლა, რადგან უამრავი შეტყობინება მაქვს მიღებული, თუ რა სიტუაციაა კოსმოგრამის თვალსაზრისით, მეც დავწერ საჯაროდ:

პირველ რიგში, მსურს რომ კიდევ ერთხელ დიდი მწუხარება გამოვხატო ქვეყანაში არსებული პროცესების გამო, იმედს ვიტოვებ მიმდინარე ფონი მალე სხვაგვარად შეიცვლება.
რაც შეეხება ვითარებას: ჯერ კიდევ, დაახლოებით 2020 წლიდან ვიცოდი, როდესაც გადავავლე მომდევნო წლების სიუჟეტს თვალი, თუ რა რთული იქნებოდა 2024 წლის ბოლო და 2025 წლის დასაწყისი. ჩვენ შევედით მძიმე კოსმოლოგიურ ველში და რეტროგრადული პლანეტების მიჯრით აქტიურ ფაზაში, განსაკუთრებით უნდა გამოიყოს მერკურის, მარსის და მოგვიანებით ვენერას შენელება.

მარსმა უკვე დააგდო სიჩქარე, მოძრაობს ლომის ნიშანში, უახლოეს დღეებში სტაციონარული ფაზიდან გადავა სრულად უკუსვლით ფაზაზე, რაც ავტომატურად შექმნის დამატებით სირთულეებს.
მარსი რეტროგრადული იქნება, ფაქტობრივად, თებერვლის ბოლომდე.

თუმცა, საქართველოს ნათალურ ჩარტში მას პიკური სურათი მაინც იანვრის შუა რიცხვებამდე აქვს, დეკემბერი ნამდვილად კრიზისულია. დეკემბერში მაღალი იყო შანსი სახალხო ამბოხის, დაძაბულობის და გაუგებრობის, რასაც თან დაერთო მერკურის რთული მოძრაობაც.

მარსს საკმაოდ მძიმე, გაჭიმული ოპოზიცია აქვს პლანეტა სატურნზე ეს კი ქმნის აგრესიულ და მძიმე გარემოს. უმჯობესი იქნება ამ დღეებში ფრთხილად იყოს ორივე მხარე, როგორც მომიტინგეები, ასევე სამართალდამცველები, მაღალია დაზიანების, დამწვრობის და ფეთქებადი ნივთიერებების გამოყენების შანსები.

ცუდი ის არის, რომ დაძაბულობა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში ვრცელდება. რეტრო მარსი გაააქტიურებს ძველ მოჩხუბარ მხარეებს, ერთ დროს მივიწყებული კონფლიქტები, თითქოს მოგვარებული საქმეები, არაა გამორიცხული, რომ თავისივე შეთანხმებებით ჩავარდეს და საომარი ესკალაცია განახლდეს.
თქვენ, ალბათ, ნახეთ, რომ გუშინ, თბილისის დროით, დაახლოებით 20:00 საათზე გავრცელებული ინფორმაციით თურქულმა არმიამ გადაკვეთა სირიის საზღვარი, რასაც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გამოხმარურებაც მოჰყვა რომ კრიზისის შემთხვევაში სი ძინ პინი მზადაა მოქმედებებში ჩაერიოს, ფაქტობრივად, ვისაც არ ეზარება, ახლა ყველამ ახლო აღმოსავლეთში მოიყარა თავი.
შესაბამისად: ის ემიგრანტები, ვინც ახლა მაგ მიდამოებში იმყოფებით მეტი სიფრთხილით და ადეკვატური ნაბიჯებით იმოქმედეთ.

ძალიან დიდი სიმძიმეებია გარეთ, სწორედ ამ ფონზე, საქართველოს სჭირდება სიმშვიდე და როგორმე ამ მძიმე პერიოდის დაძლევა. იმედი მაქვს ეყოფა ჭკუა მმართველ გუნდსაც და როგორმე დააცხრობს ამ ვითარებას, სხვა შემთხვევაში სიტუაცია გახდება უკონტროლო, რაც შექმნის არნახულად სავალალო გარემოს.
ამიტომ, ყველა მხარემ უნდა გააანალიზოს ახლა რა დროის გავლა გვიწევს.

გაცილებით საშიში და არასასიამოვნო დღეებიც გაგვივლია, ნუ შეშინდებით, არ დაითრგუნოთ მთავარია და ნუ გაუშვებთ ნეგატივს, არც ერთმანეთის დაჭმა და დაქუცმაცებაა გამოსავალი. უბრალოდ უნდა დაფიქრდეთ რა ჯობია ახლა.

თუ ზედმეტი სროლების, დასახიჩრების და დანაკარგების თემას ავცდებით, სიტუაცია უფრო მართული დეკემბრის მესამე დეკადიდან შეიძლება რომ გახდეს, როცა მერკურიც გაასწორებს მოძრაობას და შეთანხმებულ კოორდინირებულ მოქმედებას ჩაეყრება საფუძველი. მართალია, ბოლომდე ერთი ხელს მოსმით არ ჩაცხრება ყველაფერი, მაგრამ საკითხი შედარებითია.
გისურვებთ ყველას მშვიდობიან დღეებს!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

 მამუკა მდინარაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: ერთი პროცენტი რომ დავუშვათ, ვიღაცას ჰგონია, ამით ვითომ ,,ოცნების" ან ხელისუფლების მხარდაჭერა გამოხატა, მინდა ვუთხრა ნებისმიერ მათგანს, რომ არის მავნებელი, რომელიც „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი: კლინიკაში გამოვკითხეთ ოპერატორი და ჟურნალისტი. ამჟამად, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე განთავსებული ვიდეოკამერების იდენტიფიცირება მათი შემდგომი ამოღების მიზნით