ემიგრანტთა იმედი - შოთო სიხარულიძე 9 თვის ანამიარიას გარდაცვალებაზე სოციალურ ქსელში წერს და მშობლებს თანაუგრძნობს.
ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
„გარდაიცვალა 9 თვის ანამარია. ზეცაში გაფრინდა პატარა ანგელოზი....
„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.
ეჰ, გული გამიჩერდა.. საშინელება, ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედიაა... როგორ არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი ანგელოზები ასე უდროოდ იმკვიდრებენ ადგილს ცათა სასუფეველში... ძალიან სამწუხაროა, ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს პატარა პრინცესას ლამაზ სულს და მის დედას გამძლეობა მისცეს უფალმა.
ღმერთო ყველა დედას მიანიჭე ბედნიერი დედობა და ნურავის ნუ გაამწარებ შვილის უბედურებით!
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსნიოთ, ახალშესვენებული პატარა ანამარია ღმერთმა მისცეს მის დედას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს. მშვიდად განისვენე, უკვე უფალთან ხარ.
მისი სული ავიდა ანგელოზთა დასში. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი. რა დანაშაული გვაქვს ამისთანა, ღმერთი ასეთი რომ გვსჯის. ან რატომაა ცხოვრება ასე ულმობელი, თვალით ნანახ ანგელოზს რომ წაართმევს... მთელი ცხოვრება ასეთი დიდი ტკივილით მაინც ცხოვრობენ დედები.
შენი ლამაზი სული ცაში გაფრინდა ანგელოზად იქეცი, ხოლო შენს დედიკოს მარადიული ტკივილი დაუტოვე...
ყველა დედას გეფერებით და გამძლეობას გისურვებთ, ვისაც ღმერთმა ასეთი სატანჯველი მოგივლინათ, მარადიული სასუფეველი პატარა ანამარიას უმანკო სპეტაკ სულს.
პ.ს. შენი სიცილი ანამარია.... დედიკოს როგორ გაუფრინდი ასე უცებ ზეცაში. რატომ გახადე ამ სიცილის ნატრული შენი გამწარებული დედიკო“, - წერს შოთო სიხარულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: