კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის კვირა“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა.
„მე ვფიქრობ, რომ მსოფლიო გადანაწილების პროცესში საქართველოზე თითქოს დასავლეთიდან სიგნალს უგზავნიან რუსეთს, რომ ჯერ საქართველო ჩვენ არ გვინდა, ჩვენ ამას არ ვიღებთ ჯერ, შენ არ იდარდო. თვითონ ცოცხლები რჩებიან და ამ ახალგაზრდებს სისხლს სწოვენ, არც ერთი ოპოზიციის ლიდერი დაზიანებული არ არის, არასდროს, ეს ამ ბავშვებს კითხვის ნიშნებს არ უჩენს?! მე ეს კინო ნანახი მაქვს და შვილო, არ მინდა, რომ შენ იგივე ნახო, მინდა რომ უკეთესი ცხოვრება ნახო, დამიჯერე. მგონია, რომ კარგი იქნება ამ ბავშვებთან აქტიური კომუნიკაცია და საუბარი. შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი. ისინი არიან ჩვენი შვილები და მომავალი, ნაწილი რა თქმა უნდა.
ანუ ევროპა გინდა ჩემს გარეშე, შენს გარეშე, მეზობლის გარეშე, ძმის გარეშე, რის გარეშე?! ძალიან ბოლშევიზმში გადავიდა ეს ხალხი, კლასიკური ბოლშევიკური სქემაა და მაიდანის სცენარი უდევთ წინ და მარიონეტებივით ამ ბავშვებს ატარებენ ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ნინო ნადირაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ: