Digest Logo

კახა კალაძე სააკაშვილზე: წარმოუდგენელია თანამდებობის პირმა ბიუჯეტიდან დააფინანსო შვილების სწავლა ან მეგობარი გოგონებისთვის საჩუქრები იყიდო

1741860812
კახა კალაძე

„პირადი კეთილდღეობისთვის არა ბიუჯეტის ფული, არამედ საკუთარი დანაზოგი უნდა გამოიყენო“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე გამოტანილ განაჩენს.

„ძალიან ცუდია, როდესაც თანამდებობის პირი (არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა თანამდებობა უკავია), ხარჯავს ხალხის ფულს თავისი პირადი კეთილდღეობისთვის. წარმოუდგენელია, რომ აიღო და ბიუჯეტიდან დააფინანსო, მაგალითად, საკუთარი შვილების სწავლა ან მეგობარი გოგონებისთვის საჩუქრები იყიდო. ამის გაკეთება თუ გინდა, შენი პირადი დანაზოგებიდან და შემოსავლებიდან უნდა გააკეთო და არა ბიუჯეტის ფულით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ნუ გეშინიათ, მსგავსი ბიძგები ყოველთვის იყო, არის და იქნება“ - იტალიაში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რას უყვება „დაიჯესტს“ ნეაპოლში მცხოვრები ემიგრანტი

🎥 „რასაც ახლა აქ ვუყურებ ეს არის დანაშაული“ - რა ხდება ლამაზი დახლების უკან და ცნობილ რესტორანში?

⭕14 მარტს მთვარის დაბნელებაა! - რატომ არის ეს დღე საყურადღებო და რა გავლენას მოახდენს ის ზოდიაქო 12-ვე ნიშნის წარმომადგენელზე?