Digest Logo

კახა კალაძე საარჩევნო შტაბთან გამართულ აქციაზე: ამ ადამიანებს არაფერი აღარ დარჩათ და ასე ცდილობენ ყურადღების მიქცევას - საარჩევნო შტაბთან ილანძღებიან

1757180301
კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არანაირი შედეგი მსგავს მცდელობებს არ მოაქვს, ლანძღვა და საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა კი დემოკრატიასთან შესაბამისობაში არ მოდის.

„არ მივესალმები ამ ტიპის პერფორმანსებს, რომ ერთმანეთს ხელი შევუშალოთ, შეურაცხყოფა მივაყენოთ საარჩევნო კამპანიის დროს, არ ჯდება დემოკრატიაში. რა საჭიროა შეურაცხყოფის მიყენება? მიდიხარ პარტიის შტაბთან და ილანძღები, იგინები, რისთვის აკეთებენ ამას? ასე თვითონ დაზიანდებიან.

ყველანაირი შინაარსისგან დაცლილი ადამიანები არიან. მაიკლ ჯექსონზე და „ტრილერზე“ შემთხვევით არ მისაუბრია, დააკვირდით ამ ადამიანებს. არაფერი აღარ დარჩათ და ცდილობენ ასე მიიქციონ ყურადღება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ გვანცა დარასელიას იშვიათი გამოჩენა მეუღლესთან ერთად - რა ფოტოებს გვიზიარებს უმშვენიერესი ტელეწამყვანი

🎥 „უბრალოდ იცინე...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნუკი კოშკელიშვილი

⭕„პასუხისმგებლობიანი და მაქსიმალისტი ვარ, ჩემთან ყველაფერი შრომით მოდის, რამდენსაც ვშრომობ, იმ წარმატებას ვიღებ საბოლოო ჯამში, ჩემი ოცნებები რეალობად იქცა...“ - მარიამ შენგელია